საწყისი გვერდი


ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტ.მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი



 

ENG

 

 

2013 წლის ღონისძიებები

 

 

2013 წლის 27 დეკემბერს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში გაიმართა მილანის საერთაშორისო ბაზრობაზე L`ARTIGIANO IN FIERA (30/11-8/12,2013) წარგენილი ნამუშევრების ავტორებთან შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს და გაანალიზეს გამოფენის შედეგები და გაიზიარეს გამოცდილება ტრადიციული რეწვის ექსპორტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე - ხარისხი, მოდის ტენდენციები, ნამუშევრების ტრანსპორტირება, ექსპოზიციის მოწყობა, გაყიდვების ორგანიზება და სხვა.  დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს facebook-ზე.

 

2013 წელი, 9 - 24 დეკემბერი - ინტერაქტიურიტრენინგ-კურსები თბილისის მერიის ხელოვნების სკოლებისდამოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მოწაფეებისთვის
პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლე ახალგაზრდობის გათვითცნობიერებას თბილისის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, არქეოლოგიის, ურბანული თუ სახელოვნებო კულტურის, თბილისის მნიშვნელოვანი ფასეულობების დაცვისა და განვითარების შესახებ. 
პროექტის მთავარი ამოცანაა ახალგაზრდა თაობის ინფორმირება და მათი მონაწილეობა თბილისის კულტურულიღირებულებების და ზოგადად მემკვიდრეობის შეფასებასა და დაცვაში. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს facebook-ზე.

 

2013 წლის 23 დეკემბერი - მსოფლიო ბანკის ოფისში თელავის ბატონის ციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმის განხილვა, და კომპლექსზე მიმდინარე და სამომავლო არქიტექტურულ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხილვა გაიმართა. კონსერვაციის გეგმის შექმნაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა იმუშავა იხილეთ პრეს-რელიზი, დამატებითი ინფორმაცია facebook-ზე.

2013 წ. 1 ნოემბერი-ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში შედგა პროექტის "გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია` პრეზენტაცია. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს ელჩისკულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მიერ. პროექტს განახორციელებს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი `საქართველოს მემკვიდრეობა`-სა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტთან თანამშრომლობით.პროექტი დასრულდება 2016 წელს.

2013 წლის 30 ნოემბრიდან - 9 დეკემბრის ჩათვლით, გამოფენა -კონკურსის “ტრადიციული რეწვის საუკეთესო პროდუქცია სამხრეთ კავკასიიდან”  I პრიზის მფლობელი  - ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი რეწვის ოსტატები   მილანის სასაჩუქრე ბაზრობაზე Artigiano in Fiera - წარსდგებიან. დეტალური ინფორმაცია და ფოტოები იხილეთ ჩვენს Facebook-ზე

 

26-28 სექტემბერი, 2013 - საერთაშორისო კონფერენცია - „კულტურა ეკონომიკური განვითარებისთვის - თანამედროვე ტენდენციები და ახლებური მიდგომა სახრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის“ სასტუმრო რადისონ  Blue ივერია (თბილისი, საქართველო). პროექტი განხორციელდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის მიმდინარე  პროექტის - „ ტრადიციული რეწვა - ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება საქრთველოში, სომხეთსა და აზერბაიჯნში“ ფარგლებში. 

 

2013 წ. 31 აგვისტო თელავში შედგა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტის"თელავის ბატონის ციხის საკონსერვაციო გეგმის შემუშავება" პრეზენტაცია. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ.

 

ივლისი, 2013 - გამოვლინდნენ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის პროექტის „ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის; შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში”ფარგლებში მიმდინარე კონკურსის ტრადიციული რეწვის საუკეთესო პროდუქცია სამხრეთ კავკასიიდან“ პირველი ტურის გამარჯვებულები. ფინალური ტური გაიმართება 26-28 სექტემბერს. დეტალური ინფორმაცია და ფოტოები იხილეთ ჩვენს Facebook-ზე

მაისი 2013, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის პროექტი: გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ გამოფენა-კონკურში „ტრადიციული რეწვის საუკეთესო პროდუქცია სამხრეთ კავკასიიდან“.განაცხადების  მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 15 ივლისი.იხილეთ განცხადების სრული ტექსტი და ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა.

მაისი 2013, დაიწყო საერთაშორისო კონფერენციაში - “კულტურა ეკონომიკური განვითარებისთვის _ თანამედროვე ტენდენციები და ახლებური მიდგომა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის”, მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება.კონფერენცია ტარდება თბილისში, 2013 წლის 26-28 სექტემბერს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის პროექტის: `ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის; შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში აზერბაიჯანსა და სომხეთში” ფარგლებში. 

2013 წ. 1 მაისი - ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე გელათის მონასტერს ეწვივნენ. მათ დაათვალიერეს აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის დაფინანსებით მიმდინარე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის წმ. მარინეს ეგვტერისა და სამხრეთ კარიბჭის მხატვრობის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები" ფარგლებში განხოციელებული სამუშაოები

2013 წ. 23 მარტი - გელათში მოეწყო პირველი სამუშაო შეხვედრა პროექტის "გელათისღმრთისმშობლის ტაძრის წმ. მარინეს ეგვტერისა და სამხრეთ კარიბჭის მხატვრობის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები" ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით. პროექტი მიმდინარეობს ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის გრანტის ფარგლებში. დაწვრილებით

 

2013 წ. 14-15 თებერვალს ქ. დობრიჩში, ბულგარეთი ჩატარდა საერთაშორისო პარტნიოპრული ფორუმი და პროექტის საბოლოო შეხვედრა . ღონისძიებები განხორციელდა პროექტის"შავი ზღვის კულტურული ანიმაციის პროგრამა" ფარგლებში

ნიკო ნიკოლაძის ქ.#7. თბილისი, საქართველო; ტელ: (995 32)  931335, ფაქსი: (995 32)  921335; e-mail: gacc@gaccgeorgia.org
©Georgian Arts & Culture Center