საწყისი გვერდი


ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

 

ENG

 
________________________________________

ტრადიციული რეწვა საქართველოში

პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ტრადიციული რეწვის სექტორის დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის წყაროდ გარდაქმნას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეწვის ტრადიციების შენარჩუნებასა და ქვეყნის რეგიონებში დარგის ეკონომიკურ განვითარებას.

პროექტში გათვალისწინებული ღონისძიებები შემუშავდა 2012-2013 წწ. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე

ძირითადი კომპონენტები

პროექტი ითვალისწინებს ღონისძიებებს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, კერძოდ:
ა. პროფესიული გაერთიანებების, ქსელების და სტრუქტურების შემნის მეშვეობით ტრადიციული რეწვის სექტორის ინსტიტუციური საფუძვლების გაძლიერება
ბ. ტრადიციული რეწვის ადგილობრივი ბაზრის განვიტარება, მწარმოებელთა სამუშაო პირობების და ბიზნეს უნარების ამაღლება
გ. ტრადიციული რეწვის განვითარების პოლიტიკის ადვოკატირება სამთავრობო სტრატეგიებში ინტეგრაციისათვის
დ. ტრადიციული რეწვის საგანმანათლებლო ბაზისა და ცოდნის გადაცემის ხელშეწყობა

წამყვანი პარტნიორი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი
პარტნიორები
საქართველო
: ქ.თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური; საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
ასოცირებული პარტნიორები: საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭო საქართველო

________________________________________

სიახლეები
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

2016 წლის 25 სექტემბერი ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტის დახურვის ცერემონიალზე გაიმართა კონკურსის "წლის საუკეთესო ოსტატი" დაჯილდოვება

2016 წლის 23-25 სექტემბერს გაიმართა ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტი. სამიტი ცენტრში ევროკავშირის "investing in People"-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მიმდინარე პროექტის "ტრადიციული რეწვა საქართველოში - პლატფორმა ეკონომიკური განვითარებისთვის" ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იყო.

2016 წ. გაზაფხული - ზაფხული - ტრენინგები ადგილობრივი მთავრეობების წარმომადგენლებთან და ტრადიციული რეწვის ოსტატებთან

2015 წ. 9 დეკემბერს გამოვლინდნენ „წლის საუკეთესო ოსტატი - პედაგოგის“ ნომინაციის გამარჯვებულები.
კონკურსი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის და საქართველსო კულტურული მემკვიდრეობსი ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის განხორციელებული პროექტის „Investing In People”ის ფარგლებში იყო შემუშავებული.
პირველი ადგილის მფლობელი გახდა ქარგვის დამსახურებული ოსტატი ქალბატონი ეთერ უროტაძემ. მეორე ადგილი სამ ღვაწლოსილ ტრადიციული რეწვის ოსტატს ერგო - ქალბატონ ნანული აზიკურს, ქ-ნ ელისო არაბულსა და ქ-ნ მარიამ ჟუჟუნაზეს.მესამე ადგილიუს მფლობელი კი სამკაულის და მინანქრის ოსტატი ივანე კოკაიაა.

2015 წ. 9 დეკემბერს - მოეწყო მრგვალი მაგიდა/დისკუსია თემაზე: "ქართული კულტურის 20 წელი - ძირითადი ტენდენციები, 1995- 2015"; დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული ინდუსტრიების, მუზეუმების სფეროს სპეციალისტებმა.

2015 წ. 25-26 ნოემბერი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ევროკავშირის/Investing in People პროგრამის მიმდინარე პროექტის „ტრადიციული რეწვა საქართველოში - პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურების წარმომადგენლებისთვის მოეწყო უორქშოფი ტრადიციული რეწვა, როგორც არამატერილაური კულტურული მემკვიდრეობა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების რესურსი. უორქშოფს უძღვებოდა იუნესკოს ექსპერტის, პროფ. ამარასავარ გალა.

2015 წ. 4 ნოემბერი - ზაზა გათენაშვილისა და წეროვანის დევნილი ახალგაზრდობის მიერ შექმნილი ხეზე კვეთილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

2015 წ. 25 ოქტომბერი - საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "ტრადიციული რეწვა საქართველოში" კისისხევის ორგანიზაციში "კარგი სახლი" ჩაატარა ტრეინინგი ტრადიციული რეწვის პროდუქციის განვითარებაში

2015 წ. 8 ივლისი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში შედგა ევროკავშირის, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული მცირე გრანტების კონკურსის„საქართველოში ტრადიციული რეწვის განვითარება და სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა“გამარჯვებულების დაჯილდოვება

18-19 ივნისი, 2015- ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ევროკავშირის პროექტის Investing in People-ის ფარგლებში ამერიკის საელჩოს და თბილისის მერიის კულტურის სამსახურის და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით   გაიმართა ტრეინინგს და კონსულტაციებს ტრადიციული რეწვის მარკეტინგსა  და პროდუქციის განვითარებაში.  ტრეინინგს გაუძღვება რეწვის მარკეტინგის და დიზაინის ამერიკელი ექსპერტი ლინ ნელსონი.

15 მაისი, 2015 - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის პრეზენტაცია. ასოციაციადაარსდაევროკავშირის Investing In People პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის ფარგლებში.

15 მაისი, 2015 -გაიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქ. თბილისის მერიის კულტურის სამსახურს და ხელოვნების საერთაშორისოცენტრს შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალი.მემორანდუმისფარგებში მხარეები კულტურული მეწარმეობის განვითარების სფეროშიითანამშრომლებენ.

2014 წლის 23 აგვისტოს 12:00 სთ. ქ. ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ფარნავაზ მეფის ქ.62-64, ბათუმი) ჩატარდება საგრანტო კონკურსის "საქართველოს რეგიონებში ტრადიციული რეწვის განვითარება და სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა" საკონსულტაციო შეხვედრა.

2014 წლის 22 აგვისტოს 14:30 სთ.ქ. ქუთაისსში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (პუშკინის 6, ქუთაისი) ჩატარდება საგრანტო კონკურსის "საქართველოს რეგიონებში ტრადიციული რეწვის განვითარება და სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა" საკონსულტაციო შეხვედრა.

2014 წლის 15 მარტს 15.00-17.00 სთ. ქ. თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ვაჟა ფშაველას 3, თელავი) ჩატარდება საგრანტო კონკურსის "საქართველოს რეგიონებში ტრადიციული რეწვის განვითარება და სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა" საკონსულტაციო შეხვედრა.

პროექტი "ტრადიციული რეწვა საქართველოში - პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის" ფარგლებში ცხადდება საგრანტო კონკურსი "საქართველოს რეგიონებში ტრადიციული რეწვის განვითარება და სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა". განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 10 სექტემბერი. იხილით განაცხადის ფორმა

2014 წლის, 1 ივლისი თბილისის ღვინის ქარხანა #1ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, ბრიტანეთის საბჭო – საქართველო პარტნიორობით მოეწყო პროექტის “ტრადიციული რეწვა საქართველოში – პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის”  პრეზენტაცია. პროექტი დაფინანსებულია  ევროკავშირის  Investing in People პროგრამის მიერ.პრეზენტაციაზე გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ტრადიციული რეწვის ოსტატებს და შესაბამისი დარგის მაღაზიებს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს facebook-ზე

2014 წლის, 28 მარტს
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში გაიმართა ევროკავშირის პროგრამის Investing in People,Supporting culture as a vector of democracy and economic growth მიერ დაფინანსებული პროექტის "ტრადიციული რეწვა საქართველოში - პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის"  (2014-2017) პარტნიორთა პირველი შეხვედრა.
პარტნიორთა საერთო შეხვედრა პროექტის მიმოხილვას, მასში პარტნიორთა ჩართულობას, აქტივობებს და სხვა სამუშაო დეტალებს მოიცავდა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს facebook-ზე.

 

 

 

 

 

7, Niko Nikoladze str. Tbilisi, 0108, Georgia; Tel.:995 32 931335; Fax:995 32 921335 e-mail: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center