საწყისი გვერდი


ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

 

ENG

________________________________________

დუშეთის რაიონის კულტურის სექტორის ინსტიტუციონალური განვითარება
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ადგილობრივი პარტნიორი: არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის და მდგრადი განვითარების ცენტრი"
ფინანსური მხარდაჭერა:ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და ღია საზოგადოების ფონდის ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის (OSF Budapest)
პროექტი მიმდინარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით

პროექტი ეყრდნობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურების პროგრამისფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებს

პროექტის მიზანია დუშეთის რაიონის კულტურის სექტორის განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ:
• სპეციალური ვორქშოფებისა და ტექნიკური დახმარების გზით დუშეთში კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების, მცირე მეწარმეების, ხალხური რეწვის ოსტატების ინსტიტუციონალური უნარების განვითარება და სოციალური მეწარმეობის გზით ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა;
• რეგიონის განვითარებისთვის კულტურის სფეროს მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ამაღლება;
• დუშეთში კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების, მცირე მეწარმეების, ხალხური რეწვის ოსტატების რეგიონალური ქსელის შექმნა;
• დუშეთში კულტურული ტურიზმის პოტენციალის გაზრდა;
• ხალხური რეწვის ადგილობრივი ბაზრის განვითარება;

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რიგი ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ პრაქტიკაზე ორიენტირებული ვორქშოფების, კონსულტაციების ჩატარება, ხალხური რეწვის პროდუქციის შექმნა, მაღაზია/სალონის გახსნა, ტურისტული მარშრუტების შედგენა, დუშეთის ტურისტული გზამკვლევის შექმნა, გამოცემა და ტუროპერატორებთან მუშაობა რეგიონში კულტურული ტურიზმის და ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის.

________________________________________

სიახლეები
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

2011 წ. 16 ივლისი - ფესტივალი არტ-გენი - პროექტის ფარგლებში ჩატარებული ვორქშოფების შედეგად წელს ფესტივალი არტ-გენის პირველი დღე დაეთმო მცხეთა-მთიანეთის რაიონს. ფესტივალის სტუმრები გაეცნენ მთიანეთის ფოლკლორულ კოლექტივებს და დუშელი ოსტატების მიერ შექმნილ ხალხური რეწვის ნიმუშებს, რომლებიც წარმოდგენილი იყო "ხვარამზე"-ს მიერ.

მაისი, 2011 - პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ფუნქციონირება დაიწყო ადგილობრივის არასამთავრო ორგანიზაციის "საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის და მდგრადი განვითარების ცენტრი"ვებ-გვერდმა. www.khvaramze.ge

აპრილი - აგვისტო, 2011 - პროექტის "დუშეთის რაიონის კულტურის სექტორის ინსტიტუციონალური განვითარება" ფარგლებში, ქ. დუშეთი, ჩტარდა ტრეინინგები კულტურის მენეჯმენტში, ხალხ. რეწვის ბიზნესში, სოციალურ მეწარმეობაში, პროდუქციის განვითარებასა და კულტურულ ტურიზმში. დაწვრილებით

25 მარტი, 2011 - პროექტის "დუშეთის რაიონის კულტურის სექტორის ინსტიტუციონალური განვითარება" პრეზენტაცია ქ. დუშეთის მუნიციპალიტეტში. პრეზენტაციაზე გავრცელდება ინფორმაცია და განაცხადის ფორმები სემინარებზე/ვორქშოფებზე მონაწილეობის მსურველთათვის. პრესრელიზი

იანვარი-თებერვალი, 2011 - ხსც-მ მოიპოვა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და ღია საზოგადოების ფონდის ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის (OSF Budapest) გრანტი პროექტის "დუშეთის რაიონის კულტურის სექტორის ინსტიტუციონალური განვითარება" განხორციელებისთვის.

_____________________

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

7, Niko Nikoladze str. Tbilisi, 0108, Georgia; Tel.:995 32 931335; Fax:995 32 921335 e-mail: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center