საწყისი გვერდი სამიტის შესახებ პროგრამა ინფორმაცია მონაწილეებისთვის როგორ ვეწვიოთ დაგვიკავშირდით  

 

 

 

ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტი წარმოადგენს მწარმოებლების, ბიზნესების, პროფესიონალების და დაინტერესებული საზოგადოების პირველ საერთაშორისო თავყრილობას სამხრეთ კავკასიაში.

სამიტი ადგილობრივ და საერთაშორისო მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი პროდუქცია წარუდგინონ საერთაშორისო ექსპერტებს, მყიდველებს და ფართო საზოგადოებას, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები და მიიღონ საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის აუცილებელი გამოცდილება. 

მონაწილეები
სამიტში მონაწილეობას იღებენ ტრადიციული რეწვის ადგილობრივი და საერთაშორისო ოსტატები, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, დიზაინერები, საწარმოები და სავაჭრო ობიექტები.

სამიტზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ხელნაკეთი ან ხელით დასრულებული პროდუქცია.

რას გვთავაზობს სამიტი?
სამიტი წარმოადგენს ტრადიციული რეწვის და დიზაინერული პროდუქციის პირველ საერთაშორისო ბაზრობას კავკასიაში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მწარმოებლებს შესთავაზონ თავიანთი პროდუქცია ფართო საზოგადოებას, მიიღონ უკუკავშირი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან, დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები და მოიძიონ ახალი ბაზარი.

ტრადიციული რეწვის და დიზაინის ექსპერტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ვაჭრობაში და მომიჯნავე ბიზნესში, კულტურულ ტურიზმში ჩართულ პირებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს სამიტი სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას გაეცნონ როგორც ტრადიციული რეწვის ადგილობრივ და საერთაშორისო ნაწარმს, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილ ინოვაციურ დიზაინს. მათ შესაძლბლობა ექნებათ უშუალო კავშირები დაამყარონ მწარმოებლებთან, გააცნონ მათ თავიანთი მოთხოვნები.

სამიტი საინტერესო იქნება ფართო საზოგადოებისთვის, რომელსაც შესაძლებლობა ექნება იხილოს ქართული, აზერბაიჯანული, თურქული, სლოვაკური და სომხური ხელნაკეთი ნივთები, გაიცნონ რეწვის ოსტატები და დიზაინერები და პირდაპირ მათგან შეიძლინონ სასურველი ნივთები.

სამიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საჯარო ღონისძიებები. იხილეთ პროგრამა

ექსპოე და საჯარო ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!

ორგანიზატორები
სამიტი ხორციელდება ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროექტის "ტრადიციული რეწვა საქართველოში - პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პარტნიორები: საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, საქართველოს კულტურის და ძეგლტა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ბრიტანეთის საბჭო, აშშ საელჩო საქართველოში, სამხრეთ კავკასიის თანამედროვე ცეკვის და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალი, შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტო.

 

 

არ გამოტოვოთ
ეთნოFest 2016!

 

 
 
   

 

©Georgian Arts & Culture Center
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, ნიკო ნიკოლაძის 7,თბილისი, 0108, საქართველო
ტელ.:995 32 2931335; ელ.ფოსტა: gacc@gaccgeorgia.org