საწყისი გვერდი

 

ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო
საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

 

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების დაცვა

ეკატერინე დადიანის სასახლე
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ზუგდიში. სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან (70-იანი წლები), კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. მუზეუმის კოლექცია მრავალფეროვანია და მოიცავს: ძვწ. I ს. - ახ წ. ანტიკური საბერძნეთისა და ძველი კოლხეთის კულტურის ამსახველი არქეოლოგიურ მასალას, ქრისტიანული სიწმინდეების კოლექციას, ევროპული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს, სამეგრელოს მთავართა,  საფრანგეთის (მათ  შორის განსაკუთრებით მრავლადაა ნაპოლეონ ბონაპარტეს სახელთან დაკავშირებული ნივთები), რუსეთის, ესპანეთის საიმპერატორო ოჯახის წევრთა რელიქვიებს, XV-XIX-ს-ის ხელნაწერ წიგნებს და სიგელ-გუჯრებს, ნაპოლეონ ბონაპარტესა და დადიანების ბიბლიოთეკას, ევროპული და აზიური საბრძოლო იარაღების ნიმუშებს, რუსი ”პერედვიჟნიკების”, ფრანგი ბატალისტებისა და ინგლისელი ”მარინისტების” ფერწერული ტილოებს, ფოტოფონდს, ფრანგული, გერმანული, ჩინური, რუსული წარმომავლობის ბროლის, ფაიფურ-ფაიანსის ჭურჭელს დასხვა.

_____________________________________________________________
2014-2015 - ეკატერინე დადიანის სასახლის არქიტექტურული
რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები
_____________________________________________________________

დამფინანსებელი:http://www.gaccgeorgia.org/CultHeritage/Gelati/Images/USLogo.gif
აშშ-ს საელჩო საქართველოში

 

პროექტის გუნდი: მაკა დვალიშვილი, დირექტორი, თამარ კიკნაძე, ნათია გოგებაშვილი (ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი);
მერაბ-ბოჭოიძე, არქიტექტორ-რესტავრატორი; ირაკლი კევლიშვილი, ინჟინერ-კონსტრუქტორი; მანანა სურამელაშვილი, ხელოვნებათმცოდნე, ლია ბოკუჩავა, არქიტექტორ-რესტავრატორი; ლელა ნინოშვილი, კედლის მხატვრობის და ქვის რესტავრატორი; ნანა კავსაძე, მინერალ-პეტროგრაფიული კვლევა

პროექტის მიზანი
____________________________________________

პროექტის მტავრ მიზანს წარმოადგენს ეკატერინეს სასახლის კომპლექსური კვლევის განხორციელება და მისი რეაბილიტაციის არქიტექტურული პროექტის შემუშავება.

სამუშაოები
___________________________________________

პროექტის ფარგლებში გათავლისწინებულია ნაგებობაზე მრავალდარგოვანი კვლევის ჩატარება და არსებული მდგომარეობის შეფასება. კერძოდ განხორციელდება
ანაზომები და ფოტოფიქსაცია;
სახელოვნებათმცოდნეო კვლევა
ზოგადი მდგომარეობის კვლევა და ტექნიკური რეკომენდაციების შემუშავება
სამშენებლო მასალების კვლევა და ქვის მდგომარეობის დიაგნოსტიკა
ფერის კვლევა

აღნიშნული კვლევების საფუძველზე შემუშავდება ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაციის არქიტექტურული პროექტი.

ENG

Ekaterine's palace

visit to Dadiani Palace