საწყისი გვერდი

 

ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო
საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების დაცვა

იკვის წმ. გიორგის ტაძრის (XI ს.) XII-XIII სს კედლის მხატვრობის გადაუდებელი  საკონსერვაციო სამუშოები

დამფინანსებელი: პრინც კლაუსის ფონდის გადაუდებელი რეაგირების პროგრამა

განხორციელების პერიოდი: 2009

ძეგლის შესახებ
___________________________

იკვის XI საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში. ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია ნაშენია სუფთად გათლილი ქვის კვადრებით.  სამხრეთ-დასავლეთის თაღის ქვეშ, ნიშის მარცხნივ ფილაზე აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულება და ასომთავრული წარწერაა, რომელშიც ნახსენებია ქტიტორი მამამთავარი არსენი. წარწერის პალეოგრაფიული და ნაგებობის სტილისტური ანალიზით ეკლესია თარიღდება XI საუკუნის I ნახევრით. გუმბათის ყელისა და ტაძრის ფასადი მორთულია  დახვეწილი გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტული მორთულობით, რომელიც ხაზს უსვამს, იმ პერიოდის, ქვაზე მომუშავე ოსტატთა მაღალ დონეს. საინტერესოა XII-XIII საუკუნის კედლის მხატვრობა, სადაც საუფლო, ათორმეტ დღესასწაულთან ერთად ერთად ყურადღებას წმინდა გიორგი ცხოვრების ამსახველი სცენები იპყრობს, შესრულების მაღალი დონითა და არაჩვეულებრივი ოსტატობით გამოირჩევა.
იკვის კედლის მხატვრობა თავისი არაჩვეულებრივი შესრულების მანერით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ქრისტიანული ფრესკული მხატვრობის გვერდით. სტილისთვის დამახასიათებელი მანერით, ის მსგავსებას ავლენს, როგორც ბიზანტიურ ფრესკულ მხატვრობასთან, ასევე აქ ჩანს ადგილობრივი ტრადიცილუი მახასიათებელი, ესაა ლაკონიზმი. იკვის ტაძრის კედლის მხატვრობა მნიშნელოვან ადგილს იკავებს შუა საუკუნეების აღმოსავლეთ ქრისტიანული ხელოვნების შესწავლისთვის.

პროექტის წინაპირობა
___________________________

2011 წელს გაზაფხულსა და ზაფხულიში  გადაუღებელმა წვიმებმა და წყალდიდობამ დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, მათ შორის კასპის მუნიციპალიტეტსაც. მნიშვნელოვნად დაზარალდა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სახნავი მიწები. მნიშვნელოვნად დაზიანდა ასევე XI საუკუნის იკვის ტაძარიც.

ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა შეექმნა XII-XIII საუკუნეების იკვის ეკლესიის კედლის მხატვრობას. ტაძრს ინტერიერში გუმბათის ყელის კედლიდან ჩამოცვენილი და დაკარგული ქვების ადგილას გაჩენილი ღიობებიდან  ჩადიოდა წვიმის წყალი.  დროთა განმავლობაში ტაძრის ინტერიერში მოხვედრილი წყალი და ნესტი აზიანებდა ტაძრის ფრესკებს. შედეგად, იკვის ტაძრის კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაშიი აღმოჩნდა.

განხორციელებული სამუშაოები
___________________________

ტაძრის არქიტექტურული სარეაბილიტაციო სამუშაოები
ხარაჩოების დამონტაჟება;
გუმბათის ყელის დაზიანებული ქვების რეაბილიტაცია;
ქვების გაწმენდა ჩიტის ბუდეებისგან;
ჩამოარდნილი ქვების თავის ადგილზე მოთავსება;
ძველი სახურავის რეაბილიტაცია;
სარკმელების რეაბილიტაცია, კედლის მხატვრობა  წვიმის წყლის ჩამორეცხვისა და ფრინველების ფეკალური მასებისგან დაცვის მიზნით.

ტაძრის ინტერიერში კედლის მხატვრობის გამაგრება და კონსერვაცია:
ბათქაშის განმტკიცება კირსხნარითა და ჰიდრავლიკური ხსნარით.
ბზარების ამოვსება კირხსნარით.
ნაჟონი წყლის მიერ წარმოქმნილი მინერალური მარილების მექანიკური მოშორება მხატვრული ფენიდან იაპონური ქაღალდისა და ჯაგრისის მეშვეობით.
მცირედი ბიოლოგიური დაზიანების მოცილება ფრესკების ზედაპირიდან

ტაძრის ინტერიერში ქვის წყობის რეაბილიტაცია
ტაძრის ინტერიერში მკლავების ზედა ნაწილის ახლოდან შესწავლამ გარკვეულ ადგილებში ქვების შემაკავშირებელი ხსნარსი მნიშვნელოვნი დაზიანებები გამოვლინა, რაც ასუსტებდა ქვების ერთმანეთთან მოჭიდებას. საფრთხის ქვეშ მყოფი კედლის ნაწილი ფრთხილად დამუშავდა: ქვები გაიწმინდა და გამაგრდა, ქვებს შორის არსებული ძველი კირდუღაბი ჩანაცვლდა ახალი ხსნარით. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა კარიბჭის თაღზე.

 

The programme in progress since 1996

ENG

საქართველო, თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქ. 7; ტელ.:995 32 931335; ელ.ფოსტა: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center