საწყისი გვერდი

 

ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო
საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

 

შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების დაცვა

ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი
XII-XIII სს.ქარელის რაიონი, საქართველო

XII-XIII  საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ყინწვისის ფრესკები ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. ფრესკები გამოირჩევა მაღალი მხატვრული შესრულებით და ქართული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობით. ეს კარგად ჩანს თამარ მეფის და სამეფო ოჯახის წევრების პორტრეტებში, სახარების სცენებში.  რთული და გააზრებული იკონოგრაფიული პროგრამა  ღრმა თეოლოგიურ ცოდნაზე მიუთითებს. ყინწვისის ფრესკები თავისი მნიშვნელობით სცილდება ქართული ეროვნული  ღირებულებების საზღვრებს და აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს ხელოვნების ისტორიის ფარგლებში ექცევა.  


პროექტის მიხედვით საკოსნსერვაციო სამუშაოები სამ ეტაპად  მიმდინარეობდა:      
ა)დიაგნოსტიკური კვლევა და საკონსერვაციო სამუშაოების განსაზღვრა 1996-1998
განხორციელდა:  Conservatione Beni Culturali-თან  თანამშრომლობით. დამფინანსებელი: ფონდი ` ღია საზოგადოება - საქართველო`, მსოფლიო ბანკი/ Italian Trust Fund.
ბ) არქიტექტურული სტრუქტურის მოწესრიგება. 1998-2000
განხორციელდა: Conservatione Beni Culturali, ხუროთმოძღვრების მემკვიდრეობის ცენტრთან თანამშრომლობით.
დამფინანსებელი: ფონდი"ღია საზოგადოება - საქართველო", კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, მსოფლიო ბანკი/ Italian Trust Fund.
გ) კედლის მხატვრობის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები. 2000-2002
განხორციელდა: Conservatione Beni Culturali-ს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდთან  თანამშრომლობით.


შემსრულებლები, კონსულტანტები და პარტნიორი ორგანიზაციები: ეკა პრივალოვა (საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი), მაკა დვალიშვილი (ხსც), ნანა კუპრაშვილი (მხატვრობის ტექნიკური კვლევის ცენტრი"ბეთანია"), მზია ჯანჯალია (საქართველოს ხელოვნების ინსტიტუტი), მარიკა დიდებულიძე (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი), დარეჯან მღებრიშვილი, ლადო გურგენიძე, დავით გაგოშიძე, მაშა დნეპროვსკაია ("Лаборатория Эрмитаж`სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი), საბინა ვედოველო(CBC), მარკ გიტინსი (CBC), იპოლიტო მასარი, ვიტო მეჯიოლარო.  

 

ENG