საწყისი გვერდი

 

ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო
საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების
ძეგლების დაცვა

ღვთისმშობლისმიძინებისტაძარიტიმოთესუბანში
XII-XIII სს.ბორჯომის რაიონი, საქართველო
_____________________________________________________________
2006 წელსხელოვნების საერთაშორისო ცეტრი და "Conservazione Beni Culturali" (რომი, იტალია) გახდა ევროკომისიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  ` Europa Nostra`-ს პრიზის მფლობელი `ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის` პროექტისათვის.
_____________________________________________________________

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატულობა ქართული შუა საუკუნეების ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია. მოხატულობა 1205-1215 წლებით თარიღდება და სტილისტური და იკონოგრაფიული თავისებურებების მიხედვით თამარ მეფის ეპოქას მიეკუთვნება. რთული და გამოკვეთილად ქართული იკონოგრაფიული პროგრამით, მაღალმხატვრული დონით, ფერთა დახვეწილი გამით და დენადი ხაზით გამორჩეული მხატვრობა, თამარ მეფის პორტრეტებით შემკულ ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისის და ბერთუბნის ფრესკებთან ერთად, ქართული კედლის მხატვრობის განვითარების მეორე უმნიშვნელოვანეს ეტაპს ქმნის.
ტიმოთესუბნის ტაძრის არქტიტექტურის და ფრესკების კონსერვაცია ხელოვნების საესთაშორისო ცენტრის მიერ 2000-2006 წლებში სამ ეტაპად განხორციელდა:
ა) დიაგნოსტიკური კვლევა და პირველი რიგის საკონსერვაციო სამუშაოების განსაზღვრა. 2000-2001
შესრულებული სამუშაოები:
-მიკრობიოლოგიური  დაზიანებების დიაგნოსტიკური კვლევა;
- სრული   გრაფიკული და ფოტო დოკუმენტაციის შედგენა;
- დაზიანებათა მკურნალობის მეთოდოლოგიის შემუშავება;
დამფინანსებელი: მსოფლიო მონუმენტთა ფონდი/სამუელ კრესის ფონდი

ბ) არქიტექტურული სტრუქტურის მოწესრიგება. 2002-2003
შესრულებული სამუშაოები:
     -სახურავის და ფანჯრების შეკეთება; 
     -ტაძრის გარშემო სადრენაჟო სისტემის მოწყობა;
  დამფინანსებელი: მსოფლიო მონუმენტთა ფონდი/სამუელ კრესის ფონდი

გ) ფრესკების კონსერვაცია 2004-2006
შესრულებული სამუშაოები:
-თაბაშირის და ცემენტის საპირეების მოხსნა და შეცვლა კირის ხსნარით, ბათქაშის გამაგრება;
-ფრესკების ზედაპირის გაწმენდა და ბიოლოგიური დაავადებების აღმოფხვრა;
- ფერწერული ფენის აქერცლილი და გაფხვიერებული ადგილების გამაგრება;
- სრული   გრაფიკული და ფოტო დოკუმენტაციის შედგენა.
დამფინანსებელი: მსოფლიო მონუმენტთა ფონდი/სამუელ კრესის ფონდი
საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი 
მსოფლიო მონუმენტთა ფონდი/რობერტ ვილსონის ფონდი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო.

შემსრულებლები, კონსულტანტები და პარტნიორი ორგანიზაციები: მაკა დვალიშვილი, ანო შანშიაშვილი, ანჟელა მ.ჰ.შუსტერი, ბონი ბურნამი, დარეჯან მრებრიშვილი, გია ხურცილავა, გურამ ჭეიშვილი, იპოლიტო მასარი, მარკ გიტინსი, მერი ქეი ჯუდი, მორის ჰილტონ III, მზია ჯანჯალია, ნანა კუპრაშვილი, ნიკოლოზ ბანცაძე, თამუნა კიკნაძე, თენგიზ გაბუნია, საბინა ვედოველო; ეკა პრივალოვას სახელობის მხატვრობის ტეკნიკური კვლევის ცენტრი `ბეთანია`, საქართველო; CBC Conservazione Beni Culturali, იტალია;  R&C ლაბორატორია, იტალია.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარდგენით ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძარი შევიდა 2004 წლის მსოფლიო მონუმენტთა ფონდის 100 ყველაზე დაზიანებულ ძეგლთა ნუსხაში

იხილეთ ფოტოები (კონსერვაციამდე და კონსერვაციის შემდეგ)

 

ENG