საწყისი გვერდი

 

ჩვენს შესახებ


 

შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა

 


კულტურული
მემკვიდრეობა

 


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა

 


საგალერეო
საქმიანობა

 


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

 

1 / 3
Cave City Vardzia, 12th-13th cc. Georgia
2 / 3
The Church of the Virgin in Timotesubani, 12th - 13th cc., Georgia
3 / 3
Village Ushguli, Svaneti, Georgia

 
  ევროპა ნოსტრა საქართველოს
შესახებ
საქმიანობა კონტაქტი ინგ.

დაიწყო ნომინაციების წარდგენა 2018 წლის
საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამაში!


ევროპის ყველა ქვეყანაში მოიძებნება საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ზოგიერთ შემთხევაში ეს რესურსების ან გამოცდილების სიმცირითაა გამოწვეული, ზოგიერთში ბუნებრივი კატაკლიზმების ან ადამიანის ქმედებით. ამგვარი ძეგლების მდგრადი მომავლის უზრუნველყოფის მიზნით 2013 წელს, კულტუტული მემკვიდრეობის სფეროს ერთ-ერთმა წამყვანმა ორგანიზაციამ, ევროპა ნოსტრამ ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით  წამოიწყო საფრთხის ქვეშ მყობი 7 ძეგლის პროგრამა.

საფრთხის ქვეშ მყობი 7 ძეგლის პროგრამა ეხმარება პრობლემურ ძეგლებს ადგილობრივი თემის, საზოგადოებრივი და კერძო სექტორის მობილიზაციის გზით. პროგრამა თავისთავად არ წარმოადგენს დაფინანსების წყაროს, მისი მიზანია იყოს ქმედებების კატალიზატორი.

საფრთხის ქვეშ მყობი 7 ძეგლის პროგრამა არის ვროპა ნოსტრას ქსელური პროექტის „საზოგადოებრივი მემკვიდრეობა“ კომპონენტი, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა.

თუკი თქვენთვის ცნობილია საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ობიექტი, იქნება ეს ისტორიული თუ არქეოლოგიური ძეგლი, ინდუსტრიული კომპლექსი, მუზეუმი ან თუნდაც მოძრავი ძეგლი, წარადგინეთ ის 2018 წლის საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამაში!

შერჩეული ძეგლების საბოლოო სია გამოქვეყნდება კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლელიწადის ფარგლებში 2018 წლის თებერვალში.

ნომინაციების წარდგენა შეუძლიათ ევროპა ნოსტრას წევრებს და ასოცირებულ ორგანიზაციებს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოღვაწე საზოგადოებრივ და კერძო ორგგანიზაციებს იმ ქვეყნებიდან, სადაც ევროპა ნოსტრა ჯერ არ არის წარმოდგენილი.

მხოლოდ თქვენი დახმარებით არის შესაძლებელი ჩვენი საერთო საგანძურის შენაწრჩუნება!

შეიტყვეთ მეტი ნომინაციის წარდგენის პროცედურის შესახებ
ბოლო ვადა: 2017 წლის 30 ივნისი
 

 


 

 


საქართველო, თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქ. 7; ტელ.:995 32 931335; ელ.ფოსტა: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center