საწყისი გვერდი


ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტ.მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი


ისტორიალის
მაუწყებლობა


 

ENG

 

 

http://www.gaccgeorgia.org/Events2010/ChristmasFa2010.gif2010, დეკემბერი  - 2011, იანვარი. საშობაო გამოფენა "კალანდა 2011".  გამოფენის გახსნაზე ეთნოგრაფიულ ცენტრ `მზე შინა`-ს მიერ წარმოდგენილი იყო თეატრალიზებული სანახაობა უძველესი ქართული ტრადიციული საახალწლო წეს-ჩვეულებების თემებზე.

17 დეკემბერი, 2010  - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი მაკა დვალიშვილი  დაესწრო პრინც კლაუსის დაჯილდოვების ცერემონიას ამსტერდამის სამეფო სასახლეში.  ცერემონიის ფარგლებში განხორციელდაქსელური შეხვედრა.

10 დეკემბერი, 2010
ახალი პროექტი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა მოიპოვა სტრატეგიული კვლევისა  და განვითარების ცენტრის  გრანტი   სასუვენირო/სასაჩუქრე პროდუქციის ახალი ხაზის შესაქმნელად.

ნოემბერი, 2010
პროექტის "ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნება:-ძველი თბილისის იდენტობა და სული" ფარგლებში ექვსი ქართველი სტუდენტი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრა  პროექტის პარტნიორ ქვეყნებში -   გერმანიაში გაემგზავრა ქეთი ბოჭოიძე და თორნიკე დვალი(17-25 ოქტომბერი, 2010); ნორვეგიაში - ია კოროშინაძე და მამუკა ხარაზიშვილი, ხოლო ბრიტანეთში ქეთევან ცუცქირიძე და ნიკოლოზ მაისურაძე (8-14 ნოემბერი, 2010).

http://www.gaccgeorgia.org/Exhibitions/Cosume2/invitation.jpg21-30 ოქტომბერი, 2010
თეატრალური კოსტიუმების გამოფენა - "ისტორია, სტილი, კოსტიუმი - შტრიხები ქართული თეატრის და კინოს ისტორიიდან". გამოფენა განხორციელდა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრ "ისტორიალი"-ს მიერ "თბილისობა-2010"-ის ფარგლებში ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით  ჯანსუღ კახიძის სახ. მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დარბაზში.

სექტემბერი-ოქტომბერი, 2010
http://www.gaccgeorgia.org/Events2010/Oct.gifხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი მაკა დვალიშვილი მონაწილეობს UNESCO-სთან თანამშრომლობით და  ICCROM-ის ორგანიზებით განხორციელებულ პროგრამაში "პირველი დახმარება კონფლიქტის პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად".

 14 სექტემბერი, 2010 შეხვედრა 80-იანელების თაობის მხატვართან ბესო არბოლიშვილთან; ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ ერთი ნამუშევრის ავტორისეული ინტერპრეტაციით გაცნობოდნენ შემოქმედის მხატვრულ ხედვას.

10 ივლისი, 2010

საერთაშორისო კონფერენციის "ძველი თბილისის იდენტობდა და სული" ვიდეო მასალები გამოქვეყნდა  "ისტორიალი"-ს არხზე.

7 ივლისი, 2010

ფოტო-გამოფენის"ძველი თბილისის იდენტობდა და სული"   გახსნა გოეთეს ინსტიტუტში; ვრცლად. . .
http://www.gaccgeorgia.org/Images/memorandum.gif

18 ივნისი, 2010
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი  და  რემუალდო დელ ბიანკოს ფონდი აფორმებს ურთიერთთანამშრომლების მემორანდუმს.

11 ივნისი, 2010
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა EBRD BAS -ის ფინანსური მხარდაჭერით და დუშეთის რეგიონში რეგისტრირებული არასამთავრობო ქალთა ორგანიზაციის `საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის და მდგრადი განვითარების ცენტრის`დაკვეთით განახორციელა კვლევა,  პროექტის "დუშეთის რაიონის კულტურის სექტორის ინსტიტუციონალური განვითარების" ფარგლებში. ვრცლად. . .  

16 მარტი, 2010
ბრიტანეთის საბჭოს და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ”შემოქმედებითი თანამშრომლობის” პროექტის ფარგლებში შექმნილი კოლექციის პრეზენტაცია და გამოფენის - ”საქართველო დროსა და სივრცეში” -გახსნა ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში. ვრცლად. . .

15 მარტი, 2010
ბრიტანეთის საბჭოს და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ”შემოქმედებითი თანამშრომლობის” პროექტის ფარგლებში შექმნილი კოლექციის პრეზენტაცია და სამუზეუმო მაღაზია-სალონის გახსნა ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.  ვრცლად. . .

20 იანვარი, 2010
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი აღნიშნავს "ისტორიალი"-ს არხის გახსნას. არხი გააშუქებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს -  გამოფენებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, დისკუსიებს და ა.შ. იხილეთ. . .

20 იანვარი, 2010
თერთმეტთვიანი პროექტის "ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნება:-ძველი თბილისის იდენტობა და სული"   დასაწყისი -  ბრიტანეთის საბჭოს, გოეთეს ინსტიტუტის, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის  და ქართველი პარტნიორების - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის და ძეგლებისა და ღირშესანიშნაობების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის (ICOMOS საქართველო) -  თანამშრომლობით. პროექტი  დაფინანსდა ევრო-კომისიის მიერ.  

 

ნიკო ნიკოლაძის ქ.#7. თბილისი, საქართველო; ტელ: (995 32)  931335, ფაქსი: (995 32)  921335; e-mail: gacc@gaccgeorgia.org
©Georgian Arts & Culture Center