საწყისი გვერდი


ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტ.მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი


ისტორიალის
მაუწყებლობა


 

ENG

 

 

2012წ. ღონისძიებები

1 დეკემბერი, 2012 - დუშეთი - კულტურული ფესვები და თანამედროვე ინტერპრეტაცია. ღონისძიება განხორციელდა ღია საზოგადოების ფონდის ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის (OSF Budapest) გრანტის ფარგლებში მიმდინარე პროექტის "დუშეთის რაიონის კულტურის სექტორის განვითარების ხელშეწყობა," ფარგლებში. დაწვრილებით...

2012 წლის 29 ოქტომბერი -2 დეკემბერი- პროექტის ,,შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება აზერჯაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში: ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის" ფარგლებში. მოეწყო ვორქშოფები თემებზე ევროპის კულტურის პოლიტიკა შემოქმედებით ინდუსტრიებთან/ ტრადიციულ რეწვასთან მიმართებაში და კულტურის სტატისტიკის ინსტრუმენტები.

 

11-20 ოქტომბერი, 2012 - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა გამოფენა "უძველესი ისტორია თანამედროვე დიზაინში". ექსპოზიციაში წარმოდგენილიიყო: საქართველოს ტერიტორიაზე - აწყური, იგოეთი, გრაკლიანი გორა, ყულანურხვა, მელაანი, (III ათასწ. - ძვ.წ. I ს) გათხრებში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის კოლექციიდან.
საქართველოს ეროვნული საგანძურის სამგანზომილებიანი ფოტო-პლაკატები, ავტორი – თამარ ასლანაძე; სამშვენისები “ისტორიალის" კოლექციიდან; ნინო ყურაშვილის კოსტუმები; ოთარ ვეფხვაძის ქანდაკება;
დოკუმენტური ფილმები სერიიდან “დაკარგული ქალაქები”, ავტორი -  თომა ჩაგელიშვილი; დოკუმენტური ფილმი “მცხეთის სიძველენი” (1946); ისტორიული ფოტოგრაფია; ექსპოზიციაში გამოყენებულია ნიკოლოზ რაჭველის მუსიკა “პანკისის ჩვენებიდან`.ამატებითი ინფორმაცია

26-30 სექტემბერი, 2012 - საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფესტივალში "შავი ზღვის კულტურული მემკვიდრეობა: საერთო საზღვრები, საერთო გადაწყვეტილებები". ფესტივალი ჩატარდა ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამით დაფინანსებული პროექტის „შავი ზღვის კულტურული ანიმაციის პროგრამა:  კულტურული თავისებურებების მობილიზაციის გზით შავი ზღვის აუზის ქვეყნების დანიშნულების ადგილების შემოქმედებითი მართვის საპილოტო მოდელი“ ფარგლებში. ფესტივალზე საქართველო წარადგინეს ჯგუფებმა "ქართველო" და "არტ ბალეტმა"

28 მაისი - 8 ივნისი, 2012 - ქართველი სტუდენტები მონაწილეობას ღებულობენ საზაფხულო აკადემიაში "კულტურული ანიმაცია" რომელიც ტარდება პროექტის „შავი ზღვის კულტურული ანიმაციის პროგრამა:  კულტურული თავისებურებების მობილიზაციის გზით შავი ზღვის აუზის ქვეყნების დანიშნულების ადგილების შემოქმედებითი მართვის საპილოტო მოდელი“ ფარგლებში

26 მაისი, 2012- ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა ტავისი პროდუქცია წარადგინა გამოფენაში "დამზადებულია საქართველოში"

23 მაისი, 2012 - გაიმართა პროექტის ,,შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება აზერჯაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში: ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის" ტრადიციული რეწვის ექსპერტთა შეხვედრა.

მაისი, 2012 - ღია საზოგადოების ფონდის ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამამ (OSF Budapest) დაამტკიცა პროექტის "დუშეთის რაიონის კულტურის სექტორის განვითარების ხელშეწყობა" მეორე ეტაპის ფაფინანსება.

1 მაისი, 2012 - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა განაახლა იკვის წმ.გიორგის სახ. ტაძრის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები. პროექტი დაფინანსებულია პრინც კლაუსის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის სწრაფი რეაგირების პროგრამის მიერ

7-9 აპრილი, 2012 - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ექსპო-ჯორჯიაზე გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში.

30 მარტი - 14 აპრილი, 2012 -შედგა პროექტის ,,შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება აზერჯაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში: ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის" ტრადიციული რეწვის სფეროშისაერთაშორისო კონსულტანტის ბ-ნ ინდრასენ ვენკატაჩელუმის ვიზიტი აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში. ვიზიტის ფარგლებში ბატონმა ინდრასენმა სამივე ქვეყანაში ჩაატარა ტრენინგები ტრადიციული ეწვის მენეჯმენტსა და პროდუქციის განვიტარებაში

22 მარტი, 2012- საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ევროკომისიის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის" (ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტი) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - ,,შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება აზერჯაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში: ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის" ოფიციალური პრესენტაცია

6 თებერვალი , 2012 - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში შედგა პროექტის ,,შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება აზერჯაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში: ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის" ქართველ პარტნიორთა პირველი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ევროპის სახლის და ხელოვნების საერთშორისო ცენტრის წარმომადგენლები.

2012 წლის 1 თებერვლიდან ევროკომისიის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის" (ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტი) ფარგლებში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს პროექტს - ,,შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება აზერჯაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში: ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის". პროექტი შეეხება შემოქმედებითი ინდუსტრიების, კერძოდ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული რეწვის განვითარების ხელშეწყობას ზემოხსენებულ ქვეყნებში.

ნიკო ნიკოლაძის ქ.#7. თბილისი, საქართველო; ტელ: (995 32)  931335, ფაქსი: (995 32)  921335; e-mail: gacc@gaccgeorgia.org
©Georgian Arts & Culture Center