საქართველო დროსა და სივრცეში
ტექნიკური მონაცემები
გამოფენის ბროშურა
გამოფენა `საქართველო დროსა და სივრცეში~ წარმოადგენს ერთიანი საქართველოს ტერიტორიაზე საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე კულტურული და ისტორიული პროცესების ამსახველ ქრონიკას, საქართველოს ცალკეულ კუთხეებში შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს, მათ დამახასიათებელ თავისებურებებსა და ქართული კულტურის თვითმყოფადობას. ქრონოლოგიურად წარმოადგენს `პირველი ევროპელის` გაჩენას და მის უწყვეტ ცხოვრებას საქართველოს მიწაზე, რომელმაც განვითარების ყველა საფეხური გაიარა და უდიდესი როლი შეასრულა ცივილიზაციის განვითარების საქმეში.
გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ისტორიიდან ცნობილი მნიშვნელოვანი კულტურის ცენტრები, არქეოლოგიური პერიოდის უნიკალური ნიმუშები, რელიგიური და საერო დანიშნულების სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლები. არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის, ჭედური ხელოვნებისა და ქვაზე კვეთის ნიმუშები, ხელნაწერები, ისტორიული თუ ეთნოგრაფიული ფოტოები.
აღნიშნული საგამოფენო კონცეფცია წარმოდგენილია მხატვრულად გაფორმებული პლაკატების სახით, საინფორმაციო ტექსტების და ისტორიული წყაროების დემონსტრირებით
|

გამოფენები:
2010 -მარტი
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
2009 - ნოემბერი"OPA - Centro Arte e Cultura" ფლორენცია, იტალია
2008 -მაისი - გაეროს სათაო ოფისი ნიუ იორკი, აშშ
|