საწყისი გვერდი

ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო
საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი


ისტორიალის
მაუწყებლობა

 

 

სამკაული და ისტორია
"უძველესი საქართველოევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე"

__________________________________________________________________

"ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში გახსნილმა გამოფენამ დროში მოგზაურობა შემოგვთავაზა, უფრო სწორია თუ ვიტყვით, რომ  ზღვარი წაშალა უძველეს დროსა და დღევანდელობას შორის. ერთი სიტყვით, ორიგინალურმა ექსპოზიციამ ისტორია გააცოცხლა. . ."
გაზეთი`24 საათი`.23.10.2004

____________________________________________________________________________

გამოფენა`სამკაული და ისტორია - უძველესი საქართველო - ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე` წარმოადგენს ქართული კულტურული მემკვიდრეობის პროექტის ნაწილს,  რომლის მიზანია - მოძრავი გამოფენის გამართვის გზით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, ახალი კულტურული კონტაქტებისა და ბაზრების მოძიება.
გამოფენა წარმოადგენს უძველესი ქართული ოქრომჭდელობის ნიმუშების მიხედვით შესრულებული მოტივების - სამკაულის  და მცირე პლასტიკის ნიმუშების, პლაკატების,  არქეოლოგიური გათხრებისა და ისტორიული სამარხების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების ნაკრებს, გამოფენის კონცეფციაა - ხელოვნებათა სინთეზში `გაცოცხლდეს` უძველესი პერიოდის საქართველო.
 ექსპოზიციაში წარმოდგენილია სამკაულისა და მინიატურული პლასტიკის ნიმუშები - მოტივები, რომელთა ორიგინალები (დათარიღებული ძვ.წ. XXV - ახ.წ. V ს.) აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე - არმაზისხევი, სამთავრო, შილდა, ბედენი, ახალგორი, ვანი, ფიჭვნარი და სხვ. ჩატარებული გათხრების დროს; ასევე, ისტორიული ფოტოსურათები და დოკუმენტური ფილმები.
გამოფენის პრეზენტაციას თავისებურ ელფერს სძენს სამკაულის დემონსტრირება  თანამედროვე ქართველი დიზაინერის ჯაბა დიასამიძის საღამოს კაბების კოლექციაზე.
გამოფენა-ჩვენების მიზანია მასპინძელ ორგანიზაციასთან ერთად შექმნას ფონი და პირობები კულტურული და საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და განვითარებისათვის.

    

სამკაული და ისტორია
ტექნიკური მონაცემები

შემადგენლობა

არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით შექმნილი მოტივები - სამკაული და მცირე პლასტიკის ნიმუშები"ისტორიალის" კოლექციიდან, პლაკატები, არქოლოგიური ფოტო და ვიდეო მასალა, საქართველოს რუქა, საინფორმაციო ტექსტები, მეტალის ფიგურა-2.20.მ (ვანში აღმოჩენილი ფიგურის  მიხედვით), თანამედროვე ქართველი დიზაინერის მიერ შესრულებული საღამოს კაბები
საექსპოზიციო სივრცე დაახლ. 80-100 კვ.მ.

აღჭურვილობა

მოძრავი პანელები განათებით - 30 ცალი (დაახლ.40 მ)
საკიდი.კონსტრუქცია  მეტალის ფიგურისთვის (წონა 2 კგ-სიმაღლე 2.20.მ)
5 პოდიუმი 20 x 50 x 50 სმ, 5 მანეკენი (ქალის)
ტუმბო (დაახლ.70 x 30 x 30) – 7 ცალი;
LCD პროექტორი, ეკრანი, კომპიუტერი (ან DVD პლეიერი, მონიტორი)
მუსიკალური ცენტრი
ვიტრინა განათებით - 3 ცალი

პოლიგრაფიული მასალა აფიშა
ბროშურა (ინგლისური, ფრანგული)
კატალოგი
 "GeorgianNationalTreasures"

გაცემის საკომისიოვ

-
ტრანსპორტირება ტრანსპორტირებას უზრუნველყოფსმასპინძელი

წონა

200 კგ

დაცვა/უსაფრთხოება საშუალო

საკონტაქტო პირი

თეა გოცირიძე, გალერეის მენეჯერი
gallery@gaccgeorgia.org

2009 ნოემბერი - პარიზის მე-16 მერია, პარიზი, საფრანგეთი
2009  ნოემბერი -`OPA - Centro Arte e Cultura`, ფლორენცია, იტალია
2008 მაისი - გაეროს სათაო ოფისი ნიუ იორკი,აშშ
2007 ოქტომბერი - ევროკომისია, ბრიუსელი, ბელგია
2007 ოქტომბერი - კ-გალერეა, ბრიუსელი, ბელგია
2006 ივნისი - ქართული კულტურის დღეები ყაზახეთში
2006 ივნისი - ქართული კულტურის დღეები თურქეთში
2006 თებერვალი - პარიზის მე-16 მერია, პარიზი, საფრანგეთი
2006 აპრილი - დიდი მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი, საქართველო
2005  ივნისი- ლუქსემბურგის კულტური ცენტრი, ლუქსემბურგი
2005  იანვარი - მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ვაშინგტონი, აშშ
2005  თებერვალი - ტეხასის უნივერსიტეტი, ოსტინი, ტეხასის შტატი, აშშ
2004 ოქტომბერი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, ს.ჯანაშიას სახ. სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი, საქართველო

7, Niko Nikoladze str. Tbilisi, 0108, Georgia; Tel.:995 32 931335; Fax:995 32 921335 e-mail: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center