საწყისი გვერდი

ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო
საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი


ისტორიალის
მაუწყებლობა

 

NOW on TOUR!!!


 


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - აფხაზეთი და შიდა ქართლი

ტექნიკური მონაცემები
გამოფენის ბროშურა

გამოფენა "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - აფხაზეთი და შიდა ქართლი" ფოტო-კოლაჟების სახით წარმოადგენს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების - აფხაზეთის და შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილის ისტორიის მოკლე მიმოხილვას და ამ ტერიტორიებზე შემორჩენილ კულტურულ მემკვიდრეობას - არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ უნიკალურ ექსპონატებს, საეკლესიო თუ საერო არქიტექტურის ძეგლებს, ჭედურობის, მოზაიკის, ხელნაწერი წიგნის გაფორმების, კედლის მხატვრობის, თუ ქვაზე კვეთის მაღალმხატვრულ ნიმუშებს. წარმოდგენილი მასალა წარმოაჩენს აფხაზეთის და შიდა ქართლის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე შექმნილ კულტურული მემკვიდრეობის დამახასიათებლ ეროვნულ თავისებურებებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ისტორიულ და კულტურულ ერთიანობას.
გამოფენა განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წამოჭრა საქართველოს ერთიანობის, მისი სხვადასხვა კუთხის ერთიანი ისტორიულ-კულტურული საფუძვლის წარმოჩენის საკითხი

აღნიშნული საგამოფენო კონცეფცია წარმოდგენილია მხატვრულად გაფორმებული პლაკატების სახით, საინფორმაციო ტექსტების და  ისტორიული წყაროების დემონსტრირებით

Read about the conference "The Cultural Heritage of Goeorgia: Abkhazeti and Shida Kartli".

 


 


გამოფენები:

2008 - თებერვალი, თი-ბი-სი ბანკის საგამოფენო დარბაზი


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - აფხაზეთი და შიდა ქართლი

შემადგენლობა

16 ფოტოპლაკატი - 120 x 80
4 საინფორმაციო ტექსტი
საქართველოს რუქა (დასურათებული)-100 x70
არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით შექმნილი მოტივები - სამკაული და მცირე პლასტიკა;
საექსპოზიციო სივრცე დაახლ. 80-10 კვ.მ.

აღჭურვილობა

მოძრავი პანელები განათებით - 20 ცალი (დაახლ.30 მ)
ვიტრინა განათებით - 3 ცალი(150x40x40 )
LCD პროექტორი, ეკრანი, კომპიუტერი
მუსიკალური ცენტრი

პოლიგრაფიული მასალა აფიშა
ბროშურა (ინგლისური) იხილით PDF version

გაცემის საკომისიო

-
ტრანსპორტირება ტრანსპორტირებას უზრუნველყოფსმასპინძელი

წონა

200 კგ

დაცვა/უსაფრთხოება საშუალო

საკონტაქტო პირი

თეა გოცირიძე, გალერეის მენეჯერი
gallery@gaccgeorgia.org

Top