Home

 

 About Us

 

 Creative Indust. & Crafts Develop.

 

 Cultural Heritage

 

Georgian
 Cultural Studies

 

Exhibitions

 

ISTORIALI Show Room



GACC Services


Channel ISTORIALI

 

ენგ

გამოფენა "Georgian Living Heritage"

1-ად განხორციელდა დოჰაში, ყატარი, 17-30 იანვარს, 2016 წ.
გამოფენა განხორციელდა ყატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს და კულტურის ცენტრ  „Katara“-ს მხარდაჭერით.


გამოფენა წარმოადგენს ქართული კულტურის მრავალფეროვნებას -  კულტურულ მემკვიდრეობას,  თანამედროვე სახვით და დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებას,  ტრადიციულ   რეწვას;  გამდიდრებულია თანამედროვე მედია საშუალებებით - სამგანზომილებიანი ფოტოგრაფიებით, ვიდეო-ინსტალაციებით და მუსიკალური ფონით. 

ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო:

* ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის საავტორო გამოფენა - „სამკაული და ისტორია“

სამშვენისები “ისტორიალის“ კოლექციიდან (საქართველოს ტერიტორიაზე - არმაზისხევის, სამთავროს, ახალგორის,  ვანის, ფიჭვნარის, შილდის, მელაანის, ბედენის და ა.შ. -არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ნივთების მიხედვით, რომელთა ორიგინალები დათარიღებულია ძვ.წ. XXV -ახ.წ.V საუკუნეებით). 
საქართველოს ეროვნული საგანძურის სამგანზომილებიანი ფოტოები, ავტორი – თამარ ასლანაძე
თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი „დიდი ყორღანები”;
დოკუმენტური ფილმი “მცხეთის სიძველენი” (1946);
ექსპოზიციაში გამოყენებულია ნიკოლოზ რაჭველის მუსიკალური კომპოზიციები.

* თანამედროვე ქართველი მხატვრების და ტრადიციული რეწვის ოსტატების, საავტორო სტუდიების და სახელოსნოების კოლექციები:

მხატვარ ლევან ჭოღოშვილის ფერწერა;
ბატიკის სახელოსნო LA MAISON BLEUE-ს ნამუშევრები (ავტორები - ნინო ყვავილაშვილი, ეკა ხუნწარია, ირმა ხოფერია, ნინო ხოფერია);
„სამოსელი პირველი“-ს კოლექცია;
კერამიკის სახელოსნო „White Studio“-ს, გიგიშა პაჭკორიას, გიორგი ტატულაშვილის, იოსებ გოცაძის კერამიკული ნამუშევრები;
ლევან მინდორაშვილის, გიორგი მინდორაშვილის, გიგა იაკობაშვილის ტიხრული მინანქრის კომპოზიციები;ნიკოლოზ ნუცუბიძის,  ზურაბ მისრიაშვილის, ზაზა გათენაშვილის ნამუშევრები.

გამოფენის პარალელურად მხატვარი ნინო ყვავილაშვილის ხელმძღვანელობით ტარდება ბატიკის მასტერკლასი

 

 

7, Niko Nikoladze str. Tbilisi, 0108, Georgia; Tel.:995 32 931335; Fax:995 32 921335 e-mail: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center