საწყისი გვერდი

ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო
საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

 

ENG


ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის გალერეის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საგამოფენო საქმის განვითარებაში  არის ნოვაციური მიდგომა - ცენტრის მიერ შემუშავებული საგამოფენო კონცეფცია და ექსპოზიციის სამეტყველო ენა   ემყარება ხელოვნებათა სინთეზს.
ჩვენთვის საგამოფენო სივრცე იგივეა რაც მხატვრისთვის დასახატი ტილო, ხოლო გამოსაფენი ექსპონატები ის საღებავები და ფერებია, რომლითაც მხატვარი ნამუშევარს ჰქმნის. ემოციები და შემეცნება ჩვენი შემოქმედების მთავარი მიზანია. ჩვენ ვავსებთ ჩვენს `ტილოს` მუსიკით, შუქ-ჩრდილით, მოძრაობით, პლასტიკით, ვცდილობთ გავაცოცხლოთ ისტორია, ჩამოვიტანოთ ტილოები კედლიდან სივრცეში.
გამოფენა -  სამეტყველო ენაა ცენტრის პროგრამების გასაშუქებლად,  პროგრამა - შინაარსია, რომელიც საგამოფენო `ტილოზეა` ასახული. ამიტომ  ჩვენს მიერ განხორციელებული გამოფენები ჩვენი პროექტების განუყოფელი ნაწილია. რომელიც ემსახურება საქართველოს მუზეუმების დახმარებას, ხალხური რეწვის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, თანამედროვე ქართული ხელოვნების და ქართველი მხატვრების პოპულარიზაციას და ა.შ.
თავისი არსებობის 15 წლის მანძილზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა 200-ზე მეტი გამოფენა განახორციელა. 



იხილეთ ადგილობრივი გამოფენები    მოძრავი გამოფენები   გალერეა

ადგილობრივი გამოფენები

 

     

"ისტორიული სცენური სამოსელი”
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დაკოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის კოლექციებიდან
23.09.2014-08.10.2014
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა გამოფენა „ისტორული სცენური სამოსელი“ შოთა რუსთაველის და კოტე მარჯანიშვილის დრამატული თეატრების გარდერობების კოლექციებიდან. გამოფენა ტარდება თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში.

 

ფარნაოზ ლაპიაშვილი - სიცოცხლე ფერებში
06.06.2013 – 30.06.2013
გამოფენა განხორციელდა ქალაქ თბილისის კულტურული ღონისძიებებისცენტრის ორგანიზებით ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.     
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ექსპონატები - ფარნაოზ ლაპიაშვილის ოჯახის და გივი ფარასტაშვილის კოლექციებიდან; შ.რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის; კ.მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის; თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის, სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმი"-ს კოლექციებიდან.

     
"უძველესი ისტორია თანამედროვე დიზაინში - სამკაული და ისტორია"
 11.11.2012 – 27.11.2012      
გამოფენა განხორციელდა "თბილისობა-2012"-ის ფარგლებში    ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.       

გამოფენის კონცეფციის ავტორი: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი"ისტორიალი".
თანაორგანიზატორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტი
  .უსიკალური საკრავების გამოფენა
05.05.2000- 10.06.2000
პროგრამიდან `მუზეუმების განვითარების ხელშეწყობა`
წარმოდგენილი იყო ექსპონატები: ხალხური საკრავების მუზეუმიდან, ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიიდან, ზ.ფალიაშვილის სახ.ოპერისა და ბალეტის თეატრიდან, ხელოვნების მუზეუმიდან, I, II და III სამუსიკო სასწავლებლებიდან და კერძო კოლექციებიდან.
     

"ისტორია, სტილი, კოსტიუმი"
შტრიხები ქართული თეატრის და კინოს ისტორიიდან

21.10.2010 – 30.10.2010
გამოფენა განხორციელდა "თბილისობა-2010"-ის ფარგლებში ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით ჯანსუღ კახიძის სახ. მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დარბაზში.
გამოფენის ავტორი: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი"ისტორიალი".

 

"ისტორია-სტილი-კოსტიუმი" თეატრალური კოსტიუმების გამოფენა
17.02.2001-08.04.2001
წარმოდგენილი იყო: თეატრისა და კინოს ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი  ესკიზები, კოსტიუმები და რეკვიზიტი სპექტაკლებიდან, კინოდან, ოპერისა და ბალეტის დადგმებიდან ექსონატები: თეატრის, მუსიკისა და კინოს სახ. მუზეუმის,ზ.ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის, შ.რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის, კ.მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის, ი.სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტის და სხვ კოლექციებიდან, ვრცლად..

     

Au Naturell” -
"როგორც ბუნებამ შეჰქმნა"

23.04.2002-25.05.2002
პროგრამიდან `მუზეუმების განვითარების ხელშეწყობა`
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ს.ჯანაშიას სახ. სახელმწიფო მუზეუმის ბოტანიკის და ზოოლოგიის განყოფილებების ექსპონატები, `ფიტო-დიზაინის` ყვავილების კოლექცია, კაქტუსების მოყვარულთა კლუბის ექსპონატები, მერაბ აბრამიშვილის ფერწერა, გია ჯაფარიძის ქანდაკება.

 

მაკა ასათიანი, გუგა კოტეტიშვილი
18.01.2003-05.03.2002
გამოფენამ წარმოადგინა მაკა ასათიანის მიერ შექმნილი კოსტიუმების სერია 2002 წელს პანკისის ხეობაში მოწყობილი ჩვენებიდან, გუგა კოტეტიშვილის მეტალის ჭედური ავეჯი და ინტერიერის აქსესუარები და ნიკა მემანიშვილის მუსიკალური კომპოზიცია ფილმიდან “Maka Assatyani – Pankisi, Georgia 2002”.

     

"თოჯინების გამოფენა"
27.10.1998-16.10.1998   
პროგრამიდან `მუზეუმების განვითარების ხელშეწყობა`
წარმოდგენილი იყო: თბილისის თოჯინების მუზეუმში დაცული კოლექცია, ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული ეთნოგრაფიული თოჯინები, თანამედროვე მეთოჯინე მხატვრების შემოქმედება, თოჯინების თეატრის სამუზეუმო ექსპონატები, კერძო კოლექციები

   

მოძრავი გამოფენები

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ შემუშავებული მოძრავი გამოფენები განკუთვნილია სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებისთვის და  ემსახურება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, თანამედროვე საგამოფენო საქმიანობის განვითარებას,  ახალი კულტურული კონტაქტებისა და ბაზრების მოძიებას.
ცენტრი მზად არის  სხვადასხვა გალერეებსა თუ საგამოფენო სივრცეებში  წარმოადგინოს განსხვავებული  ტიპის ექპოზიციები, შეიმუშავოს, განავითაროს და   თანამედროვე ფორმატში  წარმოადგინოს ახალი საგამოფენო კონცეფცია,
 გთავაზობთ ცენტრის მიერ შემუშავებული `მოძრავი გამოფენების` სერიას, რომლებიც წარმოადგენენ  საქართველოს ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის რეტროსპექტივას,
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ  ჩვენს მიერ შემოთავაზებული "მოძრავი გამოფენების" სერიით  იხილეთ მომსახურების პირობები და დაგვიკავშირდით

Now On Tour!

გამოფენა "Georgian Living Heritage"
დოჰა, ყატარი
17-30 იანვარი, 2016

გამოფენა განხორციელდა ყატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს და კულტურის ცენტრ  „Katara“-ს მხარდაჭერით.
გამოფენა წარმოადგენს ქართული კულტურის მრავალფეროვნებას -  კულტურულ მემკვიდრეობას,  თანამედროვე სახვით და დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებას,  ტრადიციულ   რეწვას;  გამდიდრებულია თანამედროვე მედია საშუალებებით - სამგანზომილებიანი ფოტოგრაფიებით, ვიდეო-ინსტალაციებით და მუსიკალური ფონით. 

 

საქართველო დროსა და სივრცეში

გამოფენა"საქართველო დროსა და სივრცეში" წარმოადგენს საქართველოს ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის რეტროსპექტივას, ერთიანი საქართველოს ტერიტორიაზე საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე  კულტურული და ისტორიული პროცესების ამსახველ ქრონიკას,
     

"სამკაული და ისტორია - უძველესი საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე"

ხელოვნებათა სინთეზი - მულტიმედია, ისტორიული ფოტოგრაფია და დოკუმენტური ფილმები, არქეოლოგიური ძეგლების მხატვრულად გადამუშავებული მოტივები, ისტორიული სამკაულის თემაზე შექმნილი თანამედროვე სამშვენისები, მუსიკა, განათება, მშვენიერი მანდილოსანი-მოდელები ისტორიულ სამკაულში და თანამედროვე საავტორო დიზაინის სამოსში.
 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - აფხაზეთი და შიდა ქართლი

გამოფენა ფოტო-კოლაჟების სახით წარმოადგენს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების - აფხაზეთის და შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილის ისტორიის მოკლე მიმოხილვას და ამ ტერიტორიებზე შემორჩენილ კულტურულ მემკვიდრეობას.

Top

 

ნიკო ნიკოლაძის ქ.#7. თბილისი, საქართველო; ტელ: (995 32)  2931335, ფაქსი: (995 32)  2921335; e-mail: gacc@gaccgeorgia.org
©Georgian Arts & Culture Center