საწყისი გვერდი

ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო
საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი


ისტორიალის
მაუწყებლობა

 

დაბრუნება

ფარნაოზ ლაპიაშვილი - სიცოცხლე ფერებში
06.06.2013 – 30.06.2013


გამოფენა განხორციელდა ქალაქ თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ორგანიზებით  ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.     
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ექსპონატები - ფარნაოზ ლაპიაშვილის ოჯახის და გივი ფარასტაშვილის კოლექციებიდან; შ.რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის; კ.მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის; თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის, სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმი"-ს კოლექციებიდან.


ფარნაოზ ლაპიაშვილი (1917-1994)
ფარნაოზ ლაპიაშვილი XX საუკუნის ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მისი მხატვრული ენის მთავარი მახასიათებელია სცენური სივრცის დაგეგმარებასა და სამოქმედო გარემოს შექმნისას ფერწერული საშუალებების გამოყენება, რაც ფერის ინტენსივობით და განათების შუქ-ჩრდილების მონაცვლეობით მიღწეულ დინამიკასა და გამომსახველობაში ვლიდება.
მხატვარმა პროფესიული განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, რის შემდეგაც, 1943-1945 წლებში, მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში იოსებ სუმბათაშვილთან ერთად, 1946-1960 წლებში კი _ რუსთაველის თეატრის მთავარ მხატვრად. მის მიერ გაფორმებული სპექტაკლები ასევე დაიდგა თბილისის, ბათუმის, სოხუმის, გორის, ქუთაისის, ტაშკენტის, ლენინგრადის, კიევის დრამატული და საოპერო თეატრების სცენებზე.
ფარნაოზ ლაპიაშვილის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ლ. გოთუას “დავით აღმაშენებლი” (ი. სუმბათაშვილთან ერთად, 1946), სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე” (1956), უ. შექსპირის “ჰამლეტი” (1960) გ. ნახუცრიშვილის “ფიროსმანი” (1962), დ. გაჩეჩილაძის “ბახტრიონი” (1962), ბ. ბრეხტის “სამგროშიანი ოპერა” (1964). ო. თაქთაქიშვილის ოპერა “მინდია” (1962), დ. თორაძის ბალეტები: “გორდა” (1950) და “მშვიდობისათვის” (1952), ჯ. ვერდის ოპერა “ოტელო” (1980), უ. შექსპირის “რიჩარდ მესამე” (1962), კ. გუცკოვის “ურიელ აკოსტა” (1967), სოფოკლეს “ანტიგონე” (1966).
ფარნაოზ ლაპიაშვილს ეკუთვნის ქართული კინოფილმების _ “ქეთო და კოტე”, “ცისკარა”, “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, “დონ კიხოტი” - მხატვრობა.
მხატვარი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თეატრალურ-დეკორაციული სახელოსნოს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც შემდგომში ქართულ თეატრში მოღვაწე ბევრი საინტერესო სცენოგრაფი აღზარდა.

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


 

 

7, Niko Nikoladze str. Tbilisi, 0108, Georgia; Tel.:995 32 931335; Fax:995 32 921335 e-mail: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center