საწყისი გვერდი

 

ჩვენს შესახებ


 

შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა

 


კულტურული
მემკვიდრეობა

 


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა

 


საგალერეო
საქმიანობა

 


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

 

1 / 3
Cave City Vardzia, 12th-13th cc. Georgia
2 / 3
The Church of the Virgin in Timotesubani, 12th - 13th cc., Georgia
3 / 3
Village Ushguli, Svaneti, Georgia

 
  ევროპა ნოსტრა საქართველოს
შესახებ
საქმიანობა კონტაქტი ინგ.

ევროპა ნოსტრა საქართველო

კულტურული მემკვიდრეობის ხმა ევროპაში
ევროპა ნოსტრა  - კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პან-ევროპული ქსელია,  რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყანიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს.
ევროპა ნოსტრა სართო ევროპული მემკვიდრეობის  დაცვისა და წარმოჩენისთვის  უზრუნველყოფს დიალოგის და დებატების პლატფორმას;  ევროპული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ავლენს განსაკუთრებულ მიღწევებს; ახორციელებს ფართომასშტაბიან კამპანიებს  საფრთხის ქვეშ მყოფი შენობა/ნაგებობების, ღირშესანიშნავი ადგილებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების გამოსავლენად და დასაცავად; ლობირებს მდგრადი პოლიტიკისა და მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვას და განვითარებას.

2016 წელს  ევროპა ნოსტრას  საქართველოც შეუერთდა. ევროპა ნოსტრას საქართველოში  
წარმოადგენს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.


 „ევროპა ნოსტრა საქართველო“-ს მისია:

  • კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე ქართული ორგანიზაციებისა და ინდივიდების ევროპა ნოსტრას  ქსელში გაერთიანების ხელშეწყობა
  • ქართული კულტურული  და ბუნებრივი მემკვიდრეობის ევროპულ კონტექსტში წარმოჩენის ხელშეწყობა
  • კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის ევროპული სტანდარტების და პოლიტიკის დანერგვა საქართველოში.
  • საფრთხის ქვეშ  მყოფი ქართული კულტურული  და ბუნებრივი მემკვიდრეობის გამოვლენა და ევროპა ნოსტრას   „საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლის“  პროგრამაში წარდგენის ხელშეწყობა;
  • ევროკავშირის პრიზის - ევროპა ნოსტრას კონკურსზე საქართველოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების წარსადგენად განმცხადებლებისთვის დახმარების და კონსულტაციების გაწევა;

 


 

 


საქართველო, თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქ. 7; ტელ.:995 32 931335; ელ.ფოსტა: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center