საწყისი გვერდი

ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო
საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი


ისტორიალის
მაუწყებლობა

 

დაბრუნება ENG

 

ისტორია, სტილი, კოსტიუმი"
შტრიხები ქართული თეატრის და კინოს ისტორიიდან
21.10.2010 – 30.10.2010

გამოფენა განხორციელდა "თბილისობა-2010"-ის ფარგლებში ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით ჯანსუღ კახიძის სახ. მუსიკალურ-კულტურული ცენტრის დარბაზში.
გამოფენის ავტორი: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი "ისტორიალი"


კოსტიუმი - სცენოგრაფიის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ერთ-ერთი მხატვრული საშუალებაა სცენური სახის, გმირის ხასიათის შესაქმნელად. კოსტიუმი და პერსონაჟი ის ერთიანობაა, რომელიც სპექტაკლის დამთავრების შემდგომაც აღბეჭდილია მაყურებლის მეხსიერებაში. ქართველ მაყურებელს დღესაც ახსოვს ის კოსტიუმები და პერსონაჟები, რომლებიც გაცოცხლებულნი იყვნენ ქართული თეატრის და კინოს ისეთი კორიფეების მიერ როგორებიც იყვნენ - აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, უშანგი ჩხეიძე, სესილია თაყაიშვილი და სხვები.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრ " ისტორიალი"-ს მიერ შექმნილი ექსპოზიცია ცდაა საგამოფენო ენით და თანამედროვე მხატვრული საშუალებებით კიდევ ერთხელ ჩაჰბეროს სული, გააცოცხლოს თეატრის და კინოს ისტორიული კოსტიუმები და პერსონაჟები. გამოფენამ "ისტორია, სტილი, კოსტიუმი" 10-წლიანი შუალედის შემდგომ ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ შეახვედრა ქართული თეატრის მდიდარ წარსულს, კიდევ ერთხელ მისცა შესაძლებლობა გაეხსენებინათ დროითა და სხვადასხვა გარემოებებით მივიწყებული  ეპიზოდები ქართული თეატრის და კინოს ისტორიიდან.
პეტრე ოცხელის "ურიელ აკოსტა", ირაკლი გამრეკელის "ოტელო", ელენე ახვლედიანის "ჰერცოგინია"("რუი ბლაზი"), სოლიკო ვირსალაძის "ივანე მრისხანე", ფარნაოზ ლაპიაშვილის "დონ კიხოტი" - გაცოცხლებული ამჯერად უკვე სხვა გარემოში - მეოცე საუკუნის დასაწყისის Art Nouveauvos სტილის,  მოხატულობით და პლასტიკის დეკორით შემკულ ისტორიულ შენობაში.

ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ექსონატები: შ.რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის, კ.მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის, ზ.ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის,, ი.სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტის, თეატრის, მუსიკისა და კინოს სახ. მუზეუმის,  ვ. ანჯაფარიძის სახ. ერთი მსახიობის თეატრის, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის,  სააქციო საზოგადოება "ქრთული ფილმი",  ფარნაოზ ლაპიაშვილის და მერი ნაკაშიძის საოჯახო კოლექციებიდან.

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 

 

ნიკო ნიკოლაძის ქ.#7. თბილისი, საქართველო; ტელ: (995 32)  2931335, ფაქსი: (995 32)  2921335; e-mail: gacc@gaccgeorgia.org
©Georgian Arts & Culture Center