ერთად - სხვათა კულტურათა ურთიერთგაგებისკენ

   

განხორციელების პერიოდი: 2020–2022
დამფინანსებელი: დაფინანსებულია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა

პროექტის მიზანი: ტრადიციული რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და დიზაინის სფეროს წარმომადგენლების თეორიული და პრაქტიკული კომპეტენციების ამაღლება. მისი მთავარი იდეა იყო საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც მიმართულია პროფესიული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომი ოსტატების, ხელოვანების, დიზაინერების სამეწარმეო უნარების განვითარებაზე თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.

პროქტის აქტივობები:

თეორიული კურსები:
პროფესიული გამოცდილების პროგრამა ტრადიციული რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების, ხელნაკეთი პროდუქციის სფეროში მომუშავე მეწარმეებისთვის;
iAtelier: ტექნოლოგიები და ინოვაციური პრაქტიკა;
საბუღალტრო აღრიცხვა და საგადასახადო საკითხები ტრადიციული რეწვის ბიზნესისთვის;
ინტელექტუალური საკუთრება ტრადიციული რეწვის ბიზნესთან მიმართებაში;
ტრადიციული რეწვის პროდუქციის ექსპორტის განვითარება;
გამოფენა-გაყიდვებზე წარმატებული მონაწილეობა;
კულტურული პროდუქტი და ტურიზმის ინდუსტრია.

პრაქტიკული კურსები/სტაჟირებები:
კერამიკული პროდუქციის წარმოება;
ლითონის პროდუქციის წარმოება ჩამოსხმის წესით;
სასაჩუქრე პროდუქციის კოლექციების შექმნა და მარკეტინგი;
ტრადიციული რეწვის და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განვითარების პროექტების შემუშავება და განხორციელება.