საწყისი გვერდი


ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტ.მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი



 

ENG

 

 

2014წ. ღონისძიებები

18-25 ოქტომბერი. საქართველოს ექვსი მუზეუმის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო პოლონეთში სასწავლო ვიზიტში, რომელიც განხორციელდა პროექტ "Get in Culture - პოლონურ ქართული თანამშრომლობა“ ფარგლებში. ვიზიტის თემა მუზეუმებში მოხალისეობრივი და საგანმანათლებლო პროგრამების დანერგავას ეხებოდა

პროექტ "Get in Culture - პოლონურ ქართული თანამშრომლობა“ ფარგლებში ცხადდება კონკურსი უორქშოფში "მუზეუმებში მოხალისეობრივი და საგანმანათლებლო პროგრამების დანერგავა" მონაწილეობის მისაღებად. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლი 6 ივლისი. იხილეთ განცხადების სრული ტექსტი და საააპლიკაციო ფორმა.

2014 წლის 23 აგვისტოს 12:00 სთ. ქ. ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ფარნავაზ მეფის ქ.62-64, ბათუმი) ჩატარდება საგრანტო კონკურსის "საქართველოს რეგიონებში ტრადიციული რეწვის განვითარება და სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა" საკონსულტაციო შეხვედრა.

2014 წლის 22 აგვისტოს 14:30 სთ.ქ. ქუთაისსში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (პუშკინის 6, ქუთაისი) ჩატარდება საგრანტო კონკურსის "საქართველოს რეგიონებში ტრადიციული რეწვის განვითარება და სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა" საკონსულტაციო შეხვედრა.

2014 წლის 15 მარტს 15.00-17.00 სთ. ქ. თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ვაჟა ფშაველას 3, თელავი) ჩატარდება საგრანტო კონკურსის "საქართველოს რეგიონებში ტრადიციული რეწვის განვითარება და სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა" საკონსულტაციო შეხვედრა.

პროექტი "ტრადიციული რეწვა საქართველოში - პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის" ფარგლებში ცხადდება საგრანტო კონკურსი "საქართველოს რეგიონებში ტრადიციული რეწვის განვითარება და სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა". განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 10 სექტემბერი. იხილით განცხადების სრული ტექსტი და ჩამოტვირთეთ სააპლიკაციო ფორმა.

2014 წლის, 1 ივლისი თბილისის ღვინის ქარხანა #1ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, ბრიტანეთის საბჭო – საქართველო პარტნიორობით მოეწყო პროექტის “ტრადიციული რეწვა საქართველოში – პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის”  პრეზენტაცია. პროექტი დაფინანსებულია  ევროკავშირის  Investing in People პროგრამის მიერ.პრეზენტაციაზე გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ტრადიციული რეწვის ოსტატებს და შესაბამისი დარგის მაღაზიებს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს facebook-ზე

2014 წლის, 30 მაისს
ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმს ეწვია საქართველოში აშშ საელჩოს კულტურის ატაშე - ჯეიმს ბ. დევეი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის და პროექტის დირექტორი მაკა დვალიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, და არქიტექტურულ პროექტზე მომუშავე სპეციალისტები არქიტექტორ რესტავრატორის, მერაბ ბოჭოიძის ხელმძღვანელობით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს facebook-ზე.

2014 წლის, 2 მაისს
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროექტის „გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის (XII-XVIII სს) არქიტექტურის რეაბილიტაცია“ ფარგლებში გელათის მონასტერში მონიტორინგის მისიით იმყოფებოდნენ მარტინ პერშლერი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კულტურისა და განათლების ბიუროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) პროგრამების კოორდინატორი და ლოლა პეტროვა, აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების უფროსი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს facebook-ზე.

 

2014 წლის, 28 მარტს
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში გაიმართა ევროკავშირის პროგრამის Investing in People,Supporting culture as a vector of democracy and economic growth მიერ დაფინანსებული პროექტის "ტრადიციული რეწვა საქართველოში - პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის"  (2014-2017) პარტნიორთა პირველი შეხვედრა.
პარტნიორთა საერთო შეხვედრა პროექტის მიმოხილვას, მასში პარტნიორთა ჩართულობას, აქტივობებს და სხვა სამუშაო დეტალებს მოიცავდა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს facebook-ზე.

 

2014 წლის 12 მარტს თელავის ისტორიის მუზეუმში ერეკლე მეორის სასახლის საელჩო დარბაზში,  შედგა ბატონისციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმის წარდგენა.
დასრულდა   ბატონისციხის კონსერვაციის და სარეაბილიტაციო გეგმაზე მუშაობა, დღეს თელავის პროფესიული საზოგადოების წინაშე დამტკიცებული კონსერვაციის გეგმის განხილვა შედგა. 
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, თელავის ბატონის ციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმის შექმნაზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა იმუშავა. პროექტი  დააფინანსა მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს facebook-ზე.

 

2014 წლის 27 თებერვალსპარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ევროკავშირისაღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ფარგლებში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის  “ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში” დახურვა.  დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს facebook-ზე.

 

ნიკო ნიკოლაძის ქ.#7. თბილისი, საქართველო; ტელ: (995 32)  931335, ფაქსი: (995 32)  921335; e-mail: gacc@gaccgeorgia.org
©Georgian Arts & Culture Center