| |
საწყისი გვერდი
ჩვენს შესახებ
შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა
კულტურული
მემკვიდრეობა
ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა
საგალერეო
საქმიანობა
გალერეა/სალონი
ისტორიალი
ისტორიალის
მაუწყებლობა
 |
 |
|
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამა
ENG
პროგრამა ორ სფეროს მოიცავს:
ა. შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლების დაცვა-შენარჩუნება
პროგრამის პრიორიტეტებია: შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების და კედლის მხატვრობის მდგომარეობის კვლევა, დიაგნოსტიკა, დაზიანების გამომწვვევი მიზეზების აღმოფხვრა და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება. უპირატესობა ენიჭება მიკრობიოლოგიური დაზიანების შესწავლას, მისი გამომწვევი მიზეზების და გარემო პირობების ზემოქმედების დადგენას, მკურნალობის მეთოდიკის შემუშავებას. საერთაშორისო და ადგილობრივ სპეციალისტთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ძეგლებზე ტარდება საკონსერვაციო სამუშაოები და ამასთანავე, საერთაშორისო საკონსერვაციო პრაქტიკას და გამოცდილებას უზიარებენ ახალგაზრდა სპეციალისტებს. პროგრამა ასევე მოიცავს ქართული შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრების და კედლის მხატვრობის ძეგლების პოპულარიზაციისთვის ჩატარებულ ღონისძიებებს, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ამასთანავე, რეგიონების მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის პროგრამა ითვალისწინებს საზოგადოების (განსაკუთრებით ადგილობრივი თემის) ჩართვას კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაში, ფონდების მოძიებას, ძეგლების რელიგიური სფეციფიკის გათვალისწინებით ორგანიზებული კულტურული ტურიზმის მენეჯმენტს და ინფრასტრუქტურის განვითარებას.
2007 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და “Conservazione Beni Culturali” (რომი, იატალია) გახდა ევროკომისიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის " Europa Nostra"-ს პრიზის მფლობელი "ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის" პროექტისათვის
ბ. მუზეუმების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა
პროგრამის პტიორიტეტებია: საქართველოს მუზეუმებში, კულტურის ორგანიზაციებში, საცავებსა თუ კერძო კოლექციებში დაცული საქართველოს ისტორიული კულტურის მოძრავი საგანძურის პოპულარიზაცია ნაციონალურ და საერთაშორისო დონეებზე; საზოგადეობის ყურადღების მიპყრობა მუზეუმებში არსებული პრობლემებისადმი; მუზეუმების ეკონომიკური შემოსავლიანობის და შესაბამისად ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოს ისტორიული კულტურის ღირებულებების მხატვრული, შემოქმედებითი გადამუშავების, განვითარების და მარკეტინგის გზით.
_________________________________________
სიახლეები
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
პრინც კლაუსის ფონდის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის სწრაფი რეგირების პროგრამა
30 ოქტომბერი, 2011- ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა მიიღო პრინც კლაუსის ფონდის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის სწრაფი რეაგირების პროგრამის გრანტი იკვის წმ. გიორგის ეკლესიის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ახლო მომავალში.
_________________________________________
განხორციელებული პროექტები
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
2009 - "ნიქოზის სამონასტრო კომპლექსის საეპისკოპოსო სასახლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები", ვრცლად...
2006-2008 - მარტვილის ტაძრის ფრესკების აღდგენა - გეტის საგრანტო პროგრამა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო.
2006-2007 - მარტვილის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია - საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი
2003-2004 - მარტვილის ტაძრის დიაგნოსტიკური კვლევა, საკონსერვაციო ღონისძიებების განსაზღვრა და გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები - გეტის საგრანტო პროგრამა
2004 – 2006 - ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკების კონსერვაცია - მსოფლიო მონუმენტთა ფონდი/სამუელ კრესის ფონდი, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი, მსოფლიო მონუმენტთა ფონდი/რობერტ ვილსონის ფონდი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო.
2003-2004 გელათის ტაძრის ნართექსის და ეგვტერების ფრესკების დიაგნოსტიკური კვლევა და პირველი რიგის საკონსერვაციო სამუშაოები. აშშ-ს საელჩო საქართველოში, ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი
2002-2003 - ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია. მსოფლიო მონუმენტთა ფონდი/სამუელ კრესის ფონდი.
2000-2001 - ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის დიაგნოსტიკური კვლევა და პირველი რიგის საკონსერვაციო სამუშაოების განსაზღვრა. მსოფლიო მონუმენტთა ფონდი/სამუელ კრესის ფონდი.
1998-2000 - ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია - პროექტი განხორციელდა: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის და Conservatione Beni Culturali-ს თანამშრომლობით, ფონდი `ღია საზოგადობა - საქართველო"-ს (OSGF), კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის, მსოფლიო ბანკის/ Italian Trust Fun-ის დაფინანსებით.
1996-1998 - ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ტაძრის დიაგნოსტიკური კვლევა და გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოების განსაზღვრა - პროექტი განხორციელდა: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის და Conservatione Beni Culturali.-ის თანამშრომლობით. ფონდი"ღია საზოგადობა - საქართველო"-ს (OSGF), მსოფლიო ბანკის/ Italian Trust Fun-ის დაფინანსებით.
|
პროგრამა მიმდინარეობს 1996 წლიდან
_____________________
მიზნები და ამოცანები
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __
*ქართული ისტორიული კულტურის ძეგლების დაცვა-შენარჩუნება.
*ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე
*ისტორიული ძეგლების მდგომარეობის კვლევა, დიაგნოსტიკა, დოკუმენტირება და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარება.
*საერთაშორისო სარესტავრაციო პრაქტიკის დანერგვა საქართველოში. ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტების პროფესიული ურთიერთობების გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა კონსერვაციის დარგში.
*ისტორიული კულტურის ინსტიტუციების (მუზეუმები, ისტორიული ძეგლები და კომპლექსები) მენეჯმენტის, ეკონომიკური ბაზის, თვითმდგრადობის სისტემების გაძლიერების ხელშეწყობა.
*თანხების მოძიება, სამუშაოების კოორდინირება
|