საწყისი გვერდი


ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტ.მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო საქმიანობა


ისტორიალი



 

ENG

 

 

2020 წლის ღონისძიებები

 

2020 წლის 19 ნოემბერი - პროექტის ერთად - სხვათა კულტურათა ურთიერთ- გაგებისკენ პარტნიორთა პირველი შეხვედრა გაიმართა ონლაინ. იხილეთ პრეს-რელიზი.

____________________

თუკი ხართ ხელოვანი, ოსტატი, დიზაინერი, აწარმოებთ და რეალიზაციას უკეთებთ ხელნაკეთ პროდუქციას და ცხოვრობთ საქართველოში, გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში, რომლიც  ტრადიციული რეწვის სექტორზე COVID-19-ის პანდემიის გავლენის შეფასებას და წარმოქმნილი საჭიროებების გამოვლენას  ემსახურება.
წინასწარ გიხდით  მადლობას გამოკითხვაში მონაწილეობისთვის. თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია.
მიჰყევით ბმულს 
ერთად ვიზრუნოთ ტრადიციული რეწვის სექტორის განივთარებაზე. 

____________________

იხილეთ პროექტის "PRO EXOTOUR- შავი ზღვის აუზის ქვეყნებში გამოცდილებითი ტურიზმის განვითარება კულტურისა და მემკვიდრეობის  საფუძველზე" პრეს-რელიზი. პროექტი ხორციელდება ENI CBC Black Sea Basin Programme 2014-2020-ის მხარდაჭერით.

 

 

____________________

5-7 ნოემბერი, 2020 - ტექნოლოგიები და ინოვაციური გამოცდილების პროგრამის - iAtelier-ის ფარგლებში დაგეგმილი დიზაინის და რეწვის სფეროს წარმომადგენლების პირველი შეხვედრა - Sandbox Event ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. პროგრამას მენტორობას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბის მენეჯერი, ავთანდილ მღებრიშვილი. ღონისძიება ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პროექტის „ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის“და ევროკომისიის შემოქმედებითი ევროპის პროექტის CRAFTING EUROPE-ის ფარგლებში.

____________________

ოქტომბერი-ნოემბერი, 2020 ვორქშოფები პროფესიული გამოცდილების პროგრამის - Crafting Business-ის ფარგლებში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. 27, 28, 29, 31 ოქტომბერი, 2020  - `ბიზნესის ხედვა და მოდელირება`, ტრენერი- დავით ჩეჩელაშვილი, მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი
12, 13, 14 ნოემბერი, 2020 - `ფინანსები`, ტრენერი - შოთა მურღულია, პროფესორი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბიზნეს კონსულტანტი. პროგრამა ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პროექტის „ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის“და ევროკომისიის შემოქმედებითი ევროპის პროექტის CRAFTING EUROPE-ის ფარგლებში.

____________________

 

ცხადდება კონკურსი iAtelier პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა განკუთვნილია დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და ციფრული დიზაინის წარმომადგენლებისთვის და ხორციელდება მიმდინარე პროექტების ფარგლებში: CRAFTING EUROPE, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის შემოქმედებითი ევროპის პროექტით და „ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის“, რომელიც დაფინანსებულია USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ. იხილეთ სრული ინფორმაცია, ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა ან დარეგისტრირდით ონალინ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15.10.2020

____________________

ცხადდება კონკურსი „პროფესიული გამოცდილების პროგრამა“-ში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა განკუთვნილია რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და ხელნაკეთი პროდუქციის სფეროში მომუშავე დამწყები მეწარმეებისთვის და ხორციელდება მიმდინარე პროექტების ფარგლებში: CRAFTING EUROPE, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის შემოქმედებითი ევროპის პროექტით და „ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის“, რომელიც დაფინანსებულია USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ. იხილეთ სრული ინფორმაცია, ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15.10.2020

 

 

____________________

3 აგვისტო, 2020 - დაიწყო პროექტის "ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის - არაფორმალური განათლების პლატფორმა ტრადიციული რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და დიზაინის სფეროს წარმომადგენლებისთვის" განხორციელება, რომელიც მიმდინარეობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით. იხილეთ სრული პრეს-რელიზი.

____________________

14 ივლისი, 2020 - შემოქმედებითი ევროპის პროექტის CRAFTING EUROPE-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა craftingeurope.com ფუნქციონირება დაიწყო. იხილეთ სრული პრეს-რელიზი.

___________________

 


დაიწყო განაცხადების მიღება განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა 2021-ში. ძეგლის ნომინირება ხორციელდება  თქვენს ქვეყანაში ევროპა ნოსტრას  წარმომადგენელი ორგანიზაციის   ან პანევროპულ ქსელის წევრების მეშვეობით. ნომინაციების წარდგენა ასევე შეუძლიათ ევროპული მემკვიდრეობის ალიანსის წევრებს. განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2020 წლის 7 სექტემბერი! მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული ტექსტი ან ეწვიეთ ვებ.გვერდს.

 

___________________

 


დაიწყო განაცხადების მიღება `ევროპული მემკვიდრეობის ჯილდო/ევროპა ნოსტრას ჯილდო 2021`-ზე განხორციელებული პროექტების წარსადგენად! ევროპის განსაკუთრებულად შთამბეჭდავ არქიტექტორებს, ტრადიციული რეწვის ოსტატებს, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტებს, პროფესიონალებს, მოხალისეებს, საჯარო და კერძო ინსტიტუციებს და ადგილობრივ გაერთიანებებს ახლა აქვთ შანსი გახადონ ცნობადი საკუთარი მიღწევები იხილეთ ვიდეო
განაცხადის ფორმა და გზამკვლევი იხილეთ ბმულზე
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 1 ოქტომბერი

________________________________________________

 

გამოიცა საერთაშორისო კონფერენციის
"დავით გარეჯი -მულტიდისციპ ლინარული კვლევა
და განვითარების სტრატეგია"

მოხსენებათა კრებული. იხილეთ ელ.ვერსია.

________________________________________________


ბრიუსელი/ ჰააგა 7 მაისი 2020
- წელს ევროპის დღის  დღესასწაულის აღნიშვნასთანდაკავშირებით (9 მაისი) ევროკომისია და ევროპა ნოსტრა  სიამაყით ასახელებენ ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას  ჯილდოს 2020 წლის გამარჯვებულებს.   ევროპის  უმაღლესი ჯილდო მემკვიდრეობის დარგში გადაეცემა ოცდაერთ განსაკუთრებულ მიღწევას ევროპის 15ქვეყნიდან. იხილეთ პრეს რელიზი

________________________________________________

 

2020 წ. 27 თებერვალი - ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის მე-3 საერთაშორისო სამიტის "ეთნოფესტი" ოფიციალური გამოცხადება შედგა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოშო.

 

ნიკო ნიკოლაძის ქ.#7. თბილისი, საქართველო; ტელ: (995 32)  931335, ფაქსი: (995 32)  921335; e-mail: gacc@gaccgeorgia.org
©Georgian Arts & Culture Center