საწყისი გვერდი


ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტ.მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო საქმიანობა


ისტორიალი



 

ENG

 

 

2023 წლის ღონისძიებები

___________________

2023 წლის 1 აგვისტო - დაიწყო ახალი პროექტი ვიშეგრადის ქვეყნების და საქართველოს პარტნიორობა შემოქმედებითი ტურიზმის განვითარებისთვის

____________________

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი პროექტ `reDiscover`-ის ფარგლებში იწვევს 16-დან 20 წლამდე დამწყებ კერამიკოსებს კერამიკის ვორქშოფებში მონაწილეობის მისაღებად. ვორქშოფი ჩატარდება 2023 წლის 28, 29 და 30 ივნისს და მას პოლონელი კერამიკოსი ალექსანდრა ვენტის გაუძღვება. იხილეთ მონაწილეობის პირობები და რეგისტრაციის ბმული აქ

 

_________________________

1.03-3.03.2023 - ბრიუსელში (ბელგია) გაიმართა პროექტის „მხატვრული რეწვა 50 წლიდან და ზევით“ ერთობლივი ტრენინგი, პროექტის პარტნიორების შეხვედრა და საერთაშორისო კონფერენცია.

 

__________________

 

პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა“ ფარგლებში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (GACC), ევროპული ტურიზმის კულტურული ინსტიტუტი (Eureka NPO), ქ.მიკოლაევის განვითარების ფონდი (FDM) და სტუდია „არტისტი“ აცხადებენ საერთაშორისო ფოტოკონკურსს „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა“. საკონკურსო ნამუშევრების მიღება დასრულდება 2023 წლის 22 მაისს. იხილეთ დეტალურად.

_________________________

27.03 – 02.04.2023 მხატვრული რეწვის ევროპული დღეები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ევროპის მასშტაბით, რომელიც წელს მეთექვსმეტედ, ხოლო საქართველოში უკვე მეორედ იმართება. იხილეთ პროგრამა

_________________________

7.03 - 9.03.2023 ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები - ევროპული ტურიზმის კულტურული ინსტიტუტი და ქ. ნიკოლაევის განვითარების ფონდიპროექტის - პროექტის ტურიზმის, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა (BSB1130) ფარგლებში ITB Berlin -ზე წარსდგნენ.

 

2023 წლის 19-24 თებერვალს ხორვატიაში გაიმართა Erasmus+ პროგრამის „იუნესკოს კულტურული სივრცეთა ქსელის“ პროექტის მონაწილეთა მეხუთე შეხვედრა. პროგრამის ვიზიტს უმასპინძლა პარტნიორმა ორგანიზაციამ Gačko Public Cultural Institution Otočač.

 

_______________________________

2023 წლის 14-16 თებერვალს ბულგარეთში, ქ. ბალჩიკში ჩატარდა ერთობლივი სემინარი თემაზე „მემკვიდრეობის აქტივები, როგორც შემოქმედებითი ტურიზმის განვითარების წყარო“. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის (GACC), კულტურული ტურიზმის ევროპულმა ინსტიტუტის (Eureka NPO) და მიკოლაევის განვითარების ფონდის (Fondikol) წარმომადგენლებმა პროექტის განხორციელებისას დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.

 

_______________________________

2023 წლის 17 იანვარს ბუდაპეშტში გაიმართა პირველი შეხვედრა ’’reDiscover”-ის პარტნიორებთან. პროექტი ხორციელდება Creative Europe Programme (CREA)-ის მხარდაჭერით.

 

_______________________________

გაიარეთ პროექტ „მხატვრული რეწვა 50 წლიდან და ზევით“ ფარგლებში შექმნილი კურსის "ციფრული უნარები მხატვრული რეწვის ბიზნესისთვის" ონლაინ.

________________________________

 

ნიკო ნქართველო; ტელ: (995 32)  931335, ფა괘კოლაძის ქ.#7. თბილისი, საŅსი: (995 32)  921335; e-mail: gacc@gaccgeorgia.org
©Georgian Arts & Culture Center