საწყისი

 

ჩვენ შესახებ

 

შემოქ. ინდუსტრია & ტრადიციული რეწვა

 

კულტურული მემკვიდრეობა

 

ქართული კულტ. კვლევის საერთ. ინიციატივა

 

საგალერეო საქმიანობა

 

 

ENG

ქართული კულტურული კვლევების საერთაშორისო ინიციატივა

2007 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დააარსა ქართული კულტურული კვლევების საერთაშორისო ინიციატივა.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს, რომ დააახლოვოს ქართული და კავკასიური ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე მეცნიერები და პროფესიონალები. და ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას გააცნოს საქართველოს ხელოვნების მდიდარი ისტორიის შესახებ სამეცნიერო ნაშრომების ფართო სპექტრი.

ზემოთაღნიშნული ზომების მიღებით, ქართული კულტურული კვლევების საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში გვსურს ხელი შევუწყოთ ქართული კულტურისა და ხელოვნების მიმართ აკადემიური ინტერესის ზრდას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხს. ასევე, სამეცნიერო ფორუმები საშუალებას მოგვცემს, რომ ქართველი მეცნიერები გავაცნოთ თავიანთ კოლეგებს და, შესაბამისად, ხელი შევუწყოთ კულტურული ტურიზმის განვითარებას რეგიონში.

_________________________________________
სიმპოზიუმები
_________________________________________

2009 - კავკასია: საქართველო გზაჯვარედინზე. კულტურული გაცვლა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ; ფლორენცია, იტალია

2009 - საქართველო ევროპული და აზიური კულტურების გზაჯვარედინზე; კულტურა, როგორც ურთიერთგაგებისა და შიდაკულტურული დიალოგის მექანიზმი; ნიუ იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები

2008 - ქართული ხელოვნება ევროპული და აზიური კულტურების კონტექსტში; თბილისი, ბათუმი, საქართველო

_________________________________________
კონფერენციები
_________________________________________

18-20, 2019 - დავით გარეჯი - მულტიდისციპლინარული კვლევა და განვითარების სტრატეგია

5 დეკემბერი, 2018 - კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე; თბილისი, საქართველო

26-28 სექტემბერი 2013 - კულტურა, როგორც ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა.  ახალი მიდგომა სამხეთ კავკასიისთვის; თბილისი, საქართველო

თებერვალი 3, 2009 - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა - აფხაზეთი და შიდა ქართლი; თბილისი, საქართველო

აპრილი 24, 2007 - საქართველოს კულტურა: წარსული და აწმყო; ჰარიმანის ინსტიტუტი კოლუმბიის  უნივერსიტეტში, ნიუ იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები